საშუალებები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ მწვავე და ქრონიკული გასტრიტისგან!
გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მათი გამომწვევი მიზეზი და კლინიკური ნიშნები, ანუ დამახასიათებელი ჩივილები, შეიძლება განსხვავებული იყოს. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განარჩევენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს. ორივე შემთხვევაში ეფექტიანია ხალხური მცენარეული საშუალებები:
- ალოე რამდენიმე დღე არ მორწყათ, ფოთლებიდან გამოწურეთ 200 გრ. წვენი და შეურიეთ 200 გრ თაფლი. ნარევი შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე, 3 კვირის განმავლობაში.
- 0,5 ჩ/ჭ კარტოფილის წვენს შეურიეთ 100 გრ თაფლი, მიიღეთ ჭამამდე 3 - ჯერ დღეში.
- დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს აიღეთ ღია ფერის თაფლი - 80 გრ, კალანჰოეს წვენი - 15 მლ, პროპოლისის 10 % - იანი ხსნარი - 7 მლ. ყველა კომპონენტი აურიეთ და დადგით წყლის აბაზანაზე 460 - ზე 30 წუთის განმავლობაში. განუწყვეტლივ ურიეთ. შეინახეთ ბნელ ადგილას და მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 2 - 3 თვის განმავლობაში.
- დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს აიღეთ მრავალძარღვას წვენი - 2 ჩ/ჭ , თაფლი - 500 გრ, ყველაფერი აურიეთ და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ . გააცივეთ. შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 2 დღე - ღამისა. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს აიღეთ: კოთხოჯის ფესვი - 1 წილი, ფორთხოლის ცედრა - 1 წილი, წყლის სამყურას ფოთოლი - 1 წილი, ფორთოხლის ცედრა - 1 წილი, წყლის სამყურას ფოთოლი - 1 წილი, აბზინდას ბალახი - 1 წილი, ასისთავას ბალახი - 1 წილი. ყველაფერი აურიეთ. 3 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი ( უმჯობესია მოათავსოთ თერმოსში) და გააჩერეთ 3 - 4 საათით. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 1 ჩ/კ თაფლთან ერთად, 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.