მაღალი მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტის სამკურნალო ხალხური რეცეპტები

მაღალი მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტის სამკურნალო ხალხური რეცეპტები
მაღალი მჟავიანობით (ჰიპერაციდური ) მიმდინარე გასტრიტის დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: მჟავე ბოყინი, გულძმარვა, სიმძიმის, წვის შეგრძნება გულის კოვზის ქვედა არეში. განსაკუთრებით აწუხებთ საკვების მიღებიდან 1 სთ - ის შემდეგ. მადა უმეტეს შემთხვევაში შენარჩუნებულია, იშვიათად მდგომარეობა არის საშუალო. გახდომა არ აღინიშნება, მაღალმჟავური გასტრიტი იშვიათად იწვევს ისეთ გართულებას, როგორიცაა კუჭის კიბო.

რეცეპტები:
  • ჰიპერაციდული გასტრიტის დროს სასარგებლოა დილით 200 მლ გადადუღებული წყლის მიღება, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. წყალი უნდა იყოს თბილი, ის ჩამორეცხავს კუჭის ლორწოვანიდან დაგროვებულ ლორწოს, რომელიც ხელს უშლის საჭმლის მონელებას.

  • სასარგებლოა თბილ წყალში გახსნილი თაფლის მიღება ჭამამდე 1,5 - 2 სთ - ით ადრე. 1,5 - 2 თვის განმავლობაში.

  • კარტოფილის ახალგამოწურული წვენი მიიღება 1/2 ჭ ერთხელ დღეში უზმოზე. წვენის მიღებიდან 30 წთ - ის განმავლობაში სასურველია წოლა. კარტოფილის წვენი არეგულირებს კუჭის მჟავიანობას და აყენებს ნორმაზე, როგორც მაღალაციდური ასევე დაბალაციდური გასტრიტის დროს. მკურნალობის კურსი 10 დღე, შესვენება 10 დღე და კვლავ გაიმეორეთ კურსი, ასე მონაცვლეობით. სამკურნალოდ არ გამოიყენება გამწვანებული და აყვავებული კარტოფილის ბოლქვი, ასევე მასში არ უნდა იყოს შხამქიმიკატების შემცველობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა.

  • სტაფილოს ახალგამოწურული წვენი მიიღება 1/2 ჭიქა უზმოზე 1 - ჯერ დღეში.

  • მოამზადეთ ნაკრები: 1 წილი ცაცხვის ყვავილი, 2 წილი სელის თესლი, 2 წილი ძირტკბილას ძირები. 1 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი ადუღეთ 10 წთ. მიიღება 3/4 ჭ 3 - ჯერ დღეში. ჭამამდე 20 წთ - ით ადრე.

  • მაღალაციდური გასტრიტის დროს მოამზადეთ ნაკრები: 2 წილი კრაზანა, 2 წილი ფარსმანდუკი, 2 წილი გვირილას ყვავილი, 1 წილი ქრისტესისხლა. 1 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წთ. მიიღება 1/3 ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ - ით ადრე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი