კვებითი ტოქსიკოინფექციის და მწვავე მოწამვლის დროს მისაღები საშუალებები
კვებითი ტოქსიკოინფექციას, მოწამვლას, მწარე საკვების გადაჭრბებით მიღებას, ასევე ალკოჰოლური სასმელების მიღებას მივყავართ თორმეტგოჯა ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადების წარმოქმნამდე, რომელსაც ეწოდება დუოდენიტი.
დაავადების გამომწვევი მიზეზი თი მავნე საკვებია, მისი მიღებიდან რამოდენიმე საათში, უკვე იმატებს სხეულის ტემპერატურა, იწყება გულისრევა, ღებინება, მომატებული ნერწყვდენა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ტკივილი ეპიგასტრიუმის (კუჭის) არეში, პირის ღრუში არასასიამოვნო გემოს შეგრძნება, საერთო დისკომფორტი. ზოგჯერ დუოდენიტი მიმდინარეობს გასტრიტის პარალელურად. ამ დროს შეიძლება კრაზანას ნახარშის მიღება. ნორმალური ან მომატებული სიმჟავის დროს მრავალძარღვას წვენი თაფლით. ქაცვის ნაყოფის ნახარში. კუჭში აირების წარმოქმნა თუ გაძლიერდა, კომბოსტოს მიღება არ შეიძლება, საკვებად გამოიყენება მოხარშული ბოსტნეული.
რეცეპტები:

- კვებითი მოწამვლის შემდეგ აღსადგენად:
1 ს/კ ვარდკაჭაჭას გამხმარი ბალახის ( სასურველია ყვავილებიანად) ფხვნილს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ თერმოსით მთელი ღამე. მიღებული ნაყენი გაყავით 3 -4 ნაწილად, დალიეთ დღის განმავლობაში ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. - კუჭში მოხვედრილი შხამების გასანეიტრალებლად: სქელფოთლიანი ჩაგირი, რევანდის ფოთოლი, ზღმარტლი მოხარშეთ და კომპრესის სახით დაიდეთ კუჭის საპროექციო არეში.
- მოწამვლის დროს, როგორც შხამსაწინააღმდეგო გამოიყენება რძე, მიიღება იმ რაოდენობით რომ გამოიწვიოს ღებინება.