კუჭ - ნაწლავის სამკურნალო ხალხური რეცეპტები

კუჭ  - ნაწლავის სამკურნალო ხალხური რეცეპტები
კუჭი საჭმლის მომნელებელი ორგანოა, რომელიც დაკავშირებულია ერთის მხრივ საყლაპავთან , მეორეს მხრივ თორმეტგოჯა ნაწლავთან. კუჭში ხდება საკვების დალბობა, დარბილება, პირველადი გადამუშავება და ნაწილობრივ შეწოვა, შემდეგ კუჭის შიგთავსი გადაინაცვლებს თორმეტგოჯა ნაწლავისკენ. კუჭის ლორწოვანი ფენა შეიცავს წვრილ ჯირკვლებს, რომლებიც გამოყოფენ მარილმჟავას და ფერმენტებს (რენინი და პეფსინი)
კუჭი მკურნალობის მაღალი ეფექტურობა ვლინდება მისი მაღალი აქტივობის პერიოდში დილით 7 - დან 9 სთ - მდე. კუჭის დაავადების სიმპტომებია: მადის დარღვევა, ტკივილი კუჭის არეში, ტემპერატურის ცვალებადობა, თავის ტკივილი, გულისრევა, კუჭის ნერვული გაღიზიანება.

რეცეპტები:
  • კუჭის წვენის გამოყოფის დარღვევის დროს, მადის მოსამატებლად და კუჭის სპაზმის მოსახსნელად: 2 ჩ/კ კოთხუჯის ფესურებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ ღამის განმავლობაში თერმოსით. მიიღება თბილი სახით 1/4 ჭ 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30წთ - ით ადრე, ასევე შეიძლება ნახარშის გამოყენება: 3 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესურებს დაასხით 2 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ 15 წთ დახურულ ჭურჭელში. მიიღება როგორც ნაყენი.

  • კუჭ - ნაწლავის დაავადების დროს გამოიყენება არყის ხის სოკო (ჩაგა), ის აუმჯობესებს ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიანი წარმონაქმნის მდგომარეობას, ნედლი ჩაგა გარეცხეთ და გახეხეთ სახეხზე, გამხმარი სოკო გახეხვამდე უნდა დაალბოთ 4 სთ, გადადუღებულ, გაგრილებულ წყალში. 1 წილ გახეხილ სოკოს დაასხით 5 წილი, გადადუღებული, 50 გრადუსამდე გაგრილებული წყალი, დააყენეთ 2 დღე - ღამე, შემდეგ კარგად გამოწურეთ. მიიღება 3 ჭ დღე - ღამის განმავლობაში, რამოდენიმე მიღებაზე, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. ნაყენი ინახება არაუმეტეს 4 დღე - ღამე ცივ ადგილას.

  • სიმძიმის აწევის შემდეგ კუჭის დაწევის დროს, მიიღება კულმუხოს ნაყენი: 1 ს/კ კულმუხოს ძირებს დაასხით 1/2 ლ არაყი, დააყენეთ 2 კვირა. მიიღება 50 მლ უშუალოდ კვერცხის ომლეტის მიღების წინ, რომელსაც ზემოდან მოყრილი აქვს კულმუხოს ძირების ფხვნილი. ასევე შეიძლება 1ს/კ ნედლ ძირებს დაასხათ 1/2 ლ პორტვეინი და ადუღეთ 10 წთ, კარგია 1 ს/კ თაფლის დამატება. მიიღება 50 მლ ჭამამდე. კულმუხოს ღვინო სასარგებლოა კუჭის დაქვეითებული მჟავიანობის, კოლიტის და გასტრიტის სამკურნალოდ.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი