შამფურზე შემწვარი ქათამი ნიგვზის საწებლით

შამფურზე შემწვარი  ქათამი  ნიგვზის  საწებლით
ეს კერძი აუცილებლად უნდა დააგემოვნონ გურმანებმა, რადგან ის ნამდვილად გამოირჩევა პიკანტურობით, სრულფასოვან ცილებთან ერთად ხორცის შემადგენლობაში შედის ცხიმი - ქონი, მინერალური მარილები და ეგრეთ წოდებული ექსტრაქტული ნივთიერებები. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კუჭის წვენის გამოყოფას, ე.ი. მადის აღმძვრელია ამრიგად, ხორცში შემავალი ექსტრაქტული ნივთიერებები ძლიერ აადვილებს საჭმლის მონელებას.

ინგრედიენტები:
  • საშუალო ზომის ქათალი - 1 ცალი,
  • მარილი - გემოვნების მიხედვით.

    საწებლისათვის:
  • ნიგოზი - 100 გრ,
  • ძმარი -1/2 ჩაის ჭიქა,
  • ხმელი სუნელი - 2 ჩაის კოვზი,
  • ნიორი - 3 - 4 კბილი,
  • წიწაკა - 1/2 ცალი,
  • ქინძი გამხმარი -1 სუფრის კოვზი.

მომზადების წესი:
კარგად გასუფთავებულ და გარეცხილ ქათამს მოვაყაროთ მარილი გარედან და მუცლის ღრუში, შემდეგ წამოვაგოთ ხის შამფურზე, გულ -ღვიძლი და კუჭი ჩავუდოთ გადმოკეცილი ფრთების ქვეშ და შევწვათ ცეცხლის პირას შამფურის ტრიალით. ქათამი კარგად, რომ შეიწოვება, გამოვაძროთ შამფურიდან, დავჭრათ და ჩავაწყოთ ნიგვზის საწებელში, რომელიც მზადდება შემდეგნაირად:
როდინში დავნაყოთ ქინძი, მარილი და წიწაკა, შემდეგ ჩავნაყოთ ხმელი სუნელი ( უცხო სუნელი და ყვითელი ზაფრანა ), ბოლოს კი ნიორი და ნიგოზი (დასანაყი რომ ორ ნაწილად გავყოთ, უფრო კარგად დაინაყება ). შემდეგ ყველაფერი ეს ავურიოთ 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ ცივ წყალში და ჩავასხათ მესამედი ჩაის ჭიქა ღვინის ძმარი, ძმრის ნაცვლად შეიძლება ჩავწუროთ ბროწეულის წვენი და ბროწეულის მარცვლებიც ჩავაყოლოთ.
სტატიის ავტორი: ნინო ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო წიგნი