ქათმის საცივი - გემოთი არ ჩამოუვარდება ინდაურისას!
საცივი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული კერძია, რომელიც, რატომღაც, მხოლოდ ახალ წელთან და ინდაურთან ასოცორდება. დღეს fpaparazzi გასწავლით ქათმის საცივის მომზადებას, რომელიც ჩვეულებრივ დღეებშიც შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ და ისიამოვნოთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 500 გ ნიგოზი
- ღვინის ძმარი 2 ს/კ
- 1 ცალი ცხარე წიწაკა
- 400 გ ხახვი
- მარილი
- 1 საშუალო ზომის ქათამი
- 0,5 ჩ/კ ზაფრანა
- ნიორი 2 კბილი
- 0,5 ჩ/კ დაფქული დარიჩინი და ამდენივე მიხაკი
- თითო ჩ/კ ხმელი ქინძი და ხმელი სუნელი
მომზადების წესი:
- გასუფთავებული ქათამი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და ხარშეთ. მოხარშეთ ნახევრად.
- შემდეგ ამოიღეთ ბულიონიდან და მოათავსეთ ღუმელის ფირფიტაზე მკერდით დაბლა. მოაყარეთ მარილი, მოასხით ცოტაოდენი ბულიონი და მოათავსეთ ღუმელში.
- შეწვის დროს დროდადრო მოასხით ფირფიტიდან წვენი და გადმოაბრუნეთ ხოლმე, რათა ყველა მხრიდან დაიბრაწოს.
- ხახვი დაჭერით წმინდად და მოხრაკეთ ბულიონის ცხიმში.
- ნიგოზი გაატარეთ ნიორთადნ და წიწაკასთან ერთად, დაუმატეთ მარილი, ზაფრანა და გახეხნით 6-8 ჭიქა ბულიონში.
- დაასხით ნიგვზის სოუსი მოხრაკულ ხახვს და მაღალ ცეცხლზე ადუღეთ 15-20 წუთი. ცეცხლიდან გადმოდგმიამდე 5-7 წუთით ადრე დაუმატეთ ძმარი, დაფქული დარიჩინი, მიხარკი, ხმელი ქინძი და ხმელი სუნელი.
- შემწვარი ქათამი დაჭერით, მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და დაასხით ნიგვზის სოუსი.
გემრიელად მიირთვით!