საცივი თევზით- უგემრიელესი კერძი 30 წუთში

საცივი თევზით- უგემრიელესი კერძი 30 წუთში
მომზადების დრო- 30 წუთი, პორციების რაოდენობა- 4, სირთულე- საშუალო, კალორიულობა- 661 კკ

საჭირო მასალა:

  • 1,5 ჭიქა თევზის ბულიონი
  • მცენარეული ზეთი- 4სკ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 600გ თევზის ფილე
  • 0,5 ჩ.კ დაფქული დარიჩინი, მიხაკი და ხმელი ქინძი
  • ძმარი- 1ს.კ
  • 200გ ნიგოზი
  • 0,5ჩ.კ ხმელი სუნელი
  • 2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:

  1. თევზი გარეცხეთ, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და შეწვით მცენარეულ ზეთში 1-2 წუთით ორივე მხრიდან.
  2. საცივის სოუსისთვის ნიგოზი და ნიორი დააბლენდერეთ, დაუმატეთ თბილი თევზის ბულიონი და ძმარი, შემდეგ ხმელი სუნელი, ხმელი ქინძის მარცვლები, დაფქული დარიჩინი, მიხაკი და პილპილი.
  3. თევზის ნაჭრები ჩააწყვეთ სოუსში, გააფორმეთ მწვანილით და გემრიელად მიირთვით.