ლობიოს გუფთა, რომლის მომზადებასაც ნებისმიერი თქვენგანი შეძლებს
ადამიანის კვების რაციონში მეტად თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ბოტნეულს, რომლებიც ასკორბინის მჟავებისა და კაროტინის წყაროს წარმოადგენენ. მათ შემადგენლობაში საკამო რაოდენობით მოიპოვება მინერალური მარილები, ნახშირწყლები, ცილები და B ვიტამინი. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით ერთ - ერთი სასარგებო კერძის მომზადებას.
ლობიოს გუფთა
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
ლობიო მოხარშოთ ჩვეულებრივი წესით, კარგად გავწუროთ. გამხმარი ქინძის მარცვლები, ნიგოზი და მიხაკ - დარიჩინი დავნაყოთ მშრალ როდინში, შემდეგ დავნაყოთ ნიორი და ხახვი. გამოვხადოთ ნიგვზის ზეთი და ცალკე მოვათავსოთ ფინჯანში. მოხარშულ და გაწურულ ლობიოში ავურიოთ ზემოაღნიშნული საკმაზი. მარილი გემოვნების მიხედვით მოვაყაროთ. ყველაფერი ეს დავყოთ პატარა ნაწილებად. თითოეული ცალკე დავამრგვალოთ და დავაწყოთ თეფშზე. ზემოდან დავასხათ ნიგვზისგან გამოხდილი ზეთი. თეფშის ნაპირებზე შემოვაწყოთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში.
ლობიოს გუფთა
საჭირო მასალა:
- ლობიო - 500 გრ,
- ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა,
- მიხაკ - დარიჩინი - 1 ჩ/კ,
- ხმელი ქინძის კაკლები - 2 ჩ/კ,
- ხახვი - 1 - 2 თავი,
- ქინძი და ოხრახუში - 2 ს/კ,
- მარილი და ნიორი - გემოვნების მიხედვით.