მწვადი აფხაზურად, რომელიც ნამდვილად უნდა დააგემოვნოთ.

მწვადი აფხაზურად, რომელიც ნამდვილად უნდა დააგემოვნოთ.
ხორცი ერთ - ერთი ძირითადი საკვები პროდუქტია ადამიანისათვის. ამასთან იგი საუკეთესო მასალაა კულინარული დამუშავებისათვის. ის კარგად ეხმარება სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, ბოსტნეულს, ბურღულეულს ა.შ.
სრულფასოვან ცილებთან ერთად ხორცის შემადგენლობაში შედის ცხიმი - ქონი, მინერალური მარილები და ეგრეთ წოდებული ექსტრაქტული ნივთიერებები.
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით თუ როგორ მზადდება მწვადი აფხაზურად.

ინგრედიენტები:
  • ცხვრის ხორცი - 500გრ,
  • ცხვრის ელენთა და ღვიძლი -400 გრ,
  • ცხვრის დუმა - 150 გრ,
  • ხახვი - 100 გრ,
  • კოწახური - 3/4 ჩაის ჭიქა,
  • მარილი და მწვანილი - გემოვნების მიხედვით.

მომზადების წესი:
მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ პატარ - პატარა ნაჭრებად. იმავე ზომაზე დავჭრათ ღვიძლი, ელენთა და დუმა. ყველაფერი ეს მარილმოყრილი წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ. სუფრაზე მივიტანოთ შემწვარი მწვადის ნაჭრები ალყად დაჭრილი ხახვით, წვრილად დაჭრილი ოხრახუშით და კოწახურით ან ბროწეულის მარცვლებით მოყრილი.
სტატიის ავტორი: ნინი ხოფერია
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი