თუ მენსტრუაციის დროს უხვი სისხლდენა გაქვთ, ეს რეცეპტები სწორედ თქვენთვისაა.

თუ მენსტრუაციის დროს უხვი სისხლდენა გაქვთ, ეს რეცეპტები სწორედ თქვენთვისაა.
მენორაგია - მენნტრუაცია უხვი სისხლდენით. დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სასქესო ორგანოების განუვითარებლობა, ასევე საშვილოსნოს არასწორი მდებარეობა. ანთბითი პროცესები, საშვილოსნოს სიმსივნე, სპირალი, ენდოკრინული დარღვევა, სისხლძარღვთა დაავადებები. მენორაგიის დროს მენსტრუაცია გახანგრძლივებულია 7 - 8 - დღე, გამონადენი უხვია, გავს სისხლდენას. მუდმივი სისხლის კარგვას შედეგად ანემია მოყვება. ავადმყოფს აწუხებს ხმაური ყურებში, ესმის საკუთარი გულისცემა, კანის საფარველი ფერმკრთალია, სუნთქვის უკმარისობა იჩენს თავს.

რეცეპტები:
  • 7 გრ ქათმის კვერცხის ცილა, 10 გრ ბუსუსტანას ყვავილების ფქვილი, 1/2 ჩ/კ ლიმონჟავა. აურიეთ ერთმანეთში მიიღება 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ - ით ადრე. მიღებიდან 10 წუთის შემდეგ მიიღება 1/2 ჭ დარიჩინის ნახარში. 10 - 15 გრ დარიჩინი მოხარშეთ 2/3 ჭ წყალში, დახურულ ჭურჭელში. დაბალ ცეცხლზე, სითხის განახევრებამდე, გააცივეთ, გაწურეთ. დარიჩინის ნახარშის მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი ნაკრების ნახარში: თანაბარი რაოდენობის მინდვრის შვიტა, სამკურნალო ბარამბო, წნორის ფოთოლი, მაყვლის ფოთოლი, ჩვეულებრივი მარმუჭი. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნაკრებს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე დახურულ ჭურჭელში 10 წთ, გააგრილეთ, გაწურეთ.

  • 1 ს/კ ტყის მარწყვის დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 2 ჭ ცივი წყალი. დააყენეთ 8 სთ, გაწურეთ მიიღება 1/3 ჭ 3 - ჯერ დღეში 10 დღე.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით წიწმატურას ბალახი და თეთრი ფითრი. 2 ს/კ ნაკრები მოხარშეთ 2 ჭ მდუღარე წყალში, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 1 ჭ დილა - საღამოს მიღება დაიწყეთ მენტრუაციის დაწყებამდე 5 დღით ადრე და სვით მის დამთავრებამდე.

  • ჭინჭრის ნედლი ფოთლებიდან გამოწურეთ წვენი. მიიღება 1 ჩ/კ 3 - ჯერ დღეში 1/4 ჭ წყალში გახსნილი, ჭამამდე 20 წთ - ით ადრე ან ჭინჭრის ექსტრაქტი (სააფთიაქო ფორმა) 30 - 40 წვ 3/4 წყალში გახსნილი, 3 - 4- ჯერ დღეში. ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • 1 ს/კ მინდვრის ნემსიწვერას დაქუცმაცებულ ძირებს ან ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წთ. გააცივეთ, გაწურეთ, მიიღება 1/2 ს.კ 3 - ჯერ დღეში ჭამის დროს. საშოს გამოსარეცხად სითხის მოცულობა უნდა გაიზარდოს 1 - 1,5ლ -მდე.

  • 1 ს/კ კრაზანას ბალახს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ დახურულ ჭურჭელში 1 სთ, გაწურეთ, მიიღება 1/3 ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • თანაბარი რაოდენობის (წონით) ჭარხალი, ბოლოკი და სტაფილო გახეხეთ სახეხზე, კარგად აურიეთ. შეჭამეთ უზმოზე 100 - 200 გრ.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი