თუ თქვენი მენსტრუალური ციკლი დარღვეულია, ამ პრობლემისგან მარტივად გიხსნით ხალხური მედიცინა.

თუ თქვენი მენსტრუალური ციკლი დარღვეულია, ამ პრობლემისგან მარტივად გიხსნით ხალხური მედიცინა.
ალგოდისმენორეა ხშირად აღინიშნება გოგონებში და ახალგაზრდა გასათხოვარ ქალებში. ჩნდება ტკივილი მუცლის ქვედა არეში, წელის არეში მენსტრუაციამდე 2 - 3 დღით ადრე. ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე, ჭვალისმაგვარი ან ყრუ, თან ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე, ჭვალისმაგვარი ან ყრუ, თან ახლავს ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა ან ღებინება, ხშირად აწუხებთ შებერილობა, ფაღარათი.
მენსტრუაციის შემდეგ ჩივილები ქრება. ძლიერი ტკივილის დროს ავადმყოფს სჭირდება დახმარება, საჭიროა საწოლში ჩაწვენა, მუცელსა და ფეხებზე დაედოს თბილი ქსოვილი და თბილი სათბური.

რეცეპტები მენსტრუალური ციკლის დარღვევის დროს:
  • მამულას ნედლი ან გამომშრალი ფესვები წვრილად დაჭერით ( ან გახეხეთ სახეხზე ) დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ 1 სთ, გაწურეთ, მიიღება 100 - 150 მლ 3 - 4- ჯერ დღეში.

  • 1 ს/კ მინდვრის შვიტას დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება 50 - 100 მლ ყოველ 2 საათში. ტკივილის შენელების შემდეგ მიიღება 50 მლ 3 - ჯერ დღეში.

  • 2 ს/კ წალიკას დაქუცმაცებულ ფოთლებს და ღეროებს დაასხით 1/2 ლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წთ. დახურულ ჭურჭელში, გააცივეთ, გაწურეთ. მიიღება 100 მლ 3 -ჯერ დღეში, ჭამის წინ.

  • წყლის ნაცვლად სასარგებლოა: სელის თესლის ( წინასწარ მოხალული, ყავისფრამდე )ნახარშის და სააფთიაქო გვირილას ნახარშის დალევა. 2 ს/კ თითოეულ მცენარეს დაასხით თითო ლიტრი მდუღარე ადუღეთ ნელ ცეცხლზე, დახურულ ჭურჭელში, 10 წთ, გააცივეთ, გაწურეთ, შეიძლება დაატკბოთ თაფლით ან შაქრით, დაუმატეთ ლიმონის ნაჭერი.

  • 1 ჩ/კ მზიურა და კალმუხის დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენე 1 სთ, გაწურეთ, მიიღება 1/4 ჭ 3 - 4 -ჯერ დღეში ჭამამდე.

  • მოამზადეთ ნაკრები: მატიტელა, შვიტა, ასისთავა, ბატის მარწყვბალახა შეფარდებით 1:1:3:5 1 ს/კ ნაკრები ადუღეთ 1 ჭ წყალში, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღება ყლუპ - ყლუპობით დღის განმავლობაში. 10 დღე. მტკივნეული მენსტრუაციის დროს.

  • 1 ჩ/კ იასამანის თესლს დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე, დახურულ ჭურჭელში 15 წთ, გააცივეთ. გაწურეთ, მიიღება 100 მლ ყოველ დილით ჭამამდე 15 - 20 წთ - ით ადრე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი