საუკეთესო რეცეპტები ჭინჭრის ციების სამკურნალოდ
ჭინჭრის ციება გავრცელებული ალერგიული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება კანზე და ლორწოვან გარსებზე უეცარი გამოყრით. გამონაყარი წვრილი სახისაა, მოწითალო და მოგვაგონებს ჭინჭრით დასუსხულს. ზოგჯერ ლაქები კანზე ფერმკრთალია და შემოღობილია ვიწრო, წითელი ზოლით, ზოგჯერ კი ბუშტუკოვანი ხასიათისაა.
ჭინჭრის ციება ჩვეულებრივ წარმოიშობა, როგორც რეაქცია კვებით პროდუქტებზე, ქიმიურ ნივთიერებებზე, მწერების ნაკბენზე, მედუზებზე, მზის შუქზე, სიცივეზე. დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს სამკურნალო პრეპარატები, გადატანილი ინფექციური დაავადებები, ნერვული , ენდოკინული სისტემის, კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ასევე ჭარბი და ლამბლიები. საჭიროა ავარიდოთ ორგანიზმი ამ ალერგენებთან კონტაქტს.
ჭინჭრის ციებას ახასიათებს ერთი თავისებურება, რომელიც განასხვავებს მას მსგავსი ტიპის სხვა დაავადებებისგან: ბუშტუკები წარმოიშობა სხეულის ერთ უბანზე, რაღაც დროის განმავლობაში იწვევს ძლიერ ქავილს, შემდეგ გადადის სხვა უბანზე და უფრო შემაწუხებელია. ჩვეულებრივ, ჭინჭრის ციება გაივლის რამოდენიმე საათის ან დღის შემდეგ.
რეცეპტები:

- დაასხით 1ჭიქა მდუღარე ღორის ბირკას 1 ს/კ ბალახს, დააყენეთ 30 წთ, გაწურეთ, დაატკბეთ შაქრით ან თაფლით. ასვით 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში. შეიძლება მისცეთ ღორის ბირკას ახალი ან 25 - პროცენტიან სპირტზე კონსერვირებული წვენი - 2- დან 20 წვეთამდე. ასაკისდა მიხედვით.
- მიეცით ჭინჭრის დედას ყვავილის ახალი ან 40 პროცენტიან სპირტზე კონსერვირებული წვენი. წვენი წამოადუღეთ წყლის აბაზანაზე, გააცივეთ, ასვით თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში.
- ქავილის დროს გამონაყარზე წაუსვით არაყი.
- უხვი გამონაყარის დროს ორჯერ დღეში გაუკეთეთ 30 წუთიანი თბილი, სოდიანი აბაზანები (ერთ აბაზანაზე 300 გრ სოდა ). შემდეგ ავადმყოფს კარგად დაუზილეთ ტანი მენთოლიანი ნუშის ზეთით. თუ ნუშის ზეთი არა გაქვთ, მაშინ დაზელვა შეიძლება არყით, ძმრიანი წყლით ან ახალი პომიდორის წვენით.
- ნერვული წარმოშობის ჭინჭრის ციების დროს ავადმყოფი საჭიროებს სიმშვიდეს და დამამშვიდებელი საშუალებების მიღებას ვალერიანის წვეთები, კალიუმის ბრომიდი და სხვ.
- ერთად მოხარშეთ ჭინჭარი და დიდგულას ფოთლები თანაბარი რაოდენობით. როცა ნახარში შეგრილდება, გადაავლეთ ავადმყოფს მთელს სხეულზე.