ჭინჭრის ციების სამკურნალო საუკეთესო მცენარეული საშუალებები!
ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება) ფართოდაა გავრცელებული. სტატისტიკა მოწმობს, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ მეხუთე ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია ისინი. ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება განვითარდეს და ურთიერთთანხვედრითაც.
- ალერგიული წარმოშობის ჭინჭრის ციების დროს ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა მუმიო. 1 გრ მუმიო უნდა გააზავოთ 1 ლ თბილ, ანადუღარ წყალში. მიიღეთ დღეში ერთხელ, დილით: 8 წელზე მეტი ხნის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის - 100 - 150 მლ მუმიოს ხსნარი. თუ ალერგია ძალიან ძლიერია, ხსნარი შუადღეზეც უნდა მიიღოთ, ოღონდ დოზა ორჯერ უნდა შეამციროთ. დადებითი შედეგი მალე რომც მიიღოთ, მაინც განაგრძეთ მკურნალობა 30 დღის განმავლობაში. ავიცენას აზრით მკურნალობის 20 - დღიანი კურსი წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს.
- 1 ს/კ პიტნის ფოთოლს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ და მიიღეთ ნებისმიერი სახის ჭინჭრის ციების დროს.
- 20 გრ ლობიოს დაასხით 1 ლ წყალი, ხარშეთ 30 წთ და გამოიყენეთ კომპრესების და აბაზანების სახით.
- აიღეთ კაკლის ფოთოლი - 1 წილი, სამფერა იის ბალახი - 1 წილი, ოროვანდის ფესვი - 1 წილი. ყველა კომპონენტი დააქუცმაცეთ და აურიეთ. 1 ს/კ ნარევს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი. გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 – 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე.
- ნიახურის წვენი გამოიყენეთ საფენების და კომპრესების სახით. ასევე, მიიღეთ 1 ს/კ წვენი 4 – 5 - ჯერ დღეში.
- 2 ჩ/კ ბეგქონდარას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
- აიღეთ პირშუშხას წვენი - 1 წილი, თაფლი - 1 წილი. აურიეთ და მიიღეთ 2 ჩ/კ 3 – 4 - ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში.
- 1 ს/კ ჭინჭარს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, დალიეთ როგორც ჩაი.