გაიგეთ, რა იწვევს ჭინჭრის ციებას და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას.
ჭინჭრის ციებას ასეთი სახელწოდება იმიტომ ეწოდა, რომ მისთვის დამახასიათებელია კანზე ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი. ეს არის ალერგიული დაავადება, რომელსაც სხვადასხვა მიზეზი იწვევს; ყველაზე ხშირად - საკვები პროდუქტი ან წამალი; უფრო იშვიათად - მცენარის მტვერი, საყოფაცხოვრებო, ბაქტერიული, სოკოვანი და სხვა ალერგენი. იგი შეიძლება დაკავშირებული იყოს პარაზიტულ ჭიებთან, კუჭ - ნაწლავის დაავადებებთან, ინფექციის კერებთან.
კანზე ჩნდება ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი, ოდნავ ზემოთ წამოწეული, შეხებით მკვრივი გამონაყარი, რომელიც ძლიერ ქავილს იწვევს. თუ შეშუპება კანქვეშა ქსოვილზე გავრცელდა და გამონაყარი იმატებს, მას გიგანტური ჭინჭრის ციება ანუ კვინკეს შეშუპება ეწოდება.
უკანასკნელისათვის ქავილი დამახასიათებელი არ არის, ვინაიდან პროცესი კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში ლოკალიზდება და არ ვრცელდება კანის მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებზე. კვინკეს შეშუპება ხშირად ვითარდება ტუჩებზე, ქუთუთოებზე, ყურებზე, ხელის გულებზე. ენაზე. იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს ხორხის შეშუპება, რომელიც იწყება ხმის შეცვლით და შეიძლება განვითარდეს მოხრჩობის მოვლენები, რაც მოითხოვს დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას.
როგორც ავღნიშნეთ, ყველაზე ხშირად ჭინჭრის ციებას და კვინკეს შეშუპებას საკვები პროდუქტები იწვევს. ამ შემთხვევაში საჭიროა საფაღარათო მარილის მიცემა, ოყნის გაკეთება, ავადმყოფის გადაყვანა ჰიპოალერგიულ დიეტაზე, რომელიც შეიცავს ხაჭოს, მოხარშულ კარტოფილს და ბრინჯს, ქვიშანას ფაფას. ძლიერი ქავილის მოსახსნელად შეიძლება გამოყენებული იქნეს ანტიჰისტამინური პრეპარატები ( დიმედროლი, სუპრასტინი, პიპოლფენი, ტავეგილი და სხვა ), ადგილობრივად ინდიფერენტული მალამო, ფლუცინარი, პრედნიზოლონის საცხი, პუდრი, განზავებული სპირტი, ოდეკოლონი.