უმკურნალეთ ჭინჭრის ციებას, ამ შესანიშნავი რეცეპტით!

უმკურნალეთ ჭინჭრის ციებას, ამ შესანიშნავი რეცეპტით!
ჭინჭრის ციება როგორც დაავადება, ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ჰიპოკრატეს შრომებშია მოხსენიებული. ეს დაავადება ხასიათდება კანის სხვადასხვა ადგილებში გამონაყრით, რომელიც ძალიან წააგავს ჭინჭრით დასუსხულს, ახასიათებს ქავილი, წვა, წიწკნის შეგრძნება. არჩევენ ჭინჭრის ციების მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.

ხალხური მედიცინის ეს რეცეპტები საკმაოდ დიდი ეფექტურობით გამოირჩევა ჭინჭრის ციების სამკურნალოდ. შემოთავაზებული რეცეპტი ასეთია:
ინგრედიენტები:
  • ალოეს ფოთლები - 2 ს/კ
  • ქრისტესისხლას ბალახი - 1 ს/კ
  • ბაბუაწვერას ძირები - 1 ს/კ
  • სიმინდის დინგი - 1 ს/კ
  • კრაზანას ბალახი - 1 ს/კ
  • სამფერა იის ბალახი - 1 ს/კ
  • კორიანდრას თესლი - 1 ს/კ
  • ანისულის თესლი - 1 ჩ/კ
  • წყალი - 3 ლ

მომზადების და გამოყენების წესი:
მოცემული კომპონენტები შევურიოთ ერთმანეთს, დავასხათ მდუღარე წყალი, მჭიდროდ თავდახურული დავაყენოთ 2 - 3 სთ - ით, ბნელ ადგილას, შემდეგ ნახარში გავწუროთ. ნახარში გამოიყენება სამკურნალო აბაზანისათვის ჭინჭრის ციების და ასევე კარგია ეს აბაზანა ნეიროდერმიტის დროს. ნახარში მთლიანად ჩავასხათ აბაზანაში თბილ წყალთან ერთად. აბაზანა მივიღოთ ყოველდღე 10 დღის განმავლობაში.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი