თუ წნევა ხშირად გივარდებათ დაბლა, ამ პრობლემას შესანიშნავად აგვარებს მცენარეული რეცეპტები

თუ წნევა ხშირად გივარდებათ დაბლა, ამ პრობლემას შესანიშნავად აგვარებს მცენარეული რეცეპტები
ავადმყოფთა ძირითად ჩივილებს მიეკუთვნება თავბრუსხვევა, ჩქარა დაღლა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, ტკივილები გულის მიდამოში. სისხლის წნევა, როგორც არტერიული, ისე ვენოზური დაქვეითებულია 80 -/40 - მდე და ქვემოთ. ჰიპოტონიით დაავადებულ ავადმყოფებს ხშირად ემართებათ ე.წ. ჰიპოტონური კრიზისები. ამ დროს მათი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ძლიერდება საერთო სისუსტე, უფრო მეტადაა გამოხატული დაღლილობა. ამ დროს ავადმყოფები საჭიროებენ წოლით რეჟიმს.

რეცეპტები:
  • დაქვეითებული წნევისა და ძლიერი სისუსტის დროს, რომელსაც თან ერთვის სხეულის დაბალი ტემპერატურაც (განსაკუთრებით კიდურების ), მიზანშეწონილია კომბოსტოს, მჟაუნის, მრავალძარღვას, წყლის სამყურას, დიყის კომპტონის გამოყენება. ამ კომპტონების მიღების პროცედურა გავაგრძელოთ მანამ, სანამ სხეული არ გაგვითბება, ხელები და ფეხები არ შეწყვეტენ სიცივეზე გათოშვას.

  • ბრტყელეკალას (ბალახის) ნახარში. აძლიერებს გულის შეკუმშვებს, ხსნის გულის ფრიალს, ორგანიზმის მატონიზებელია ჰიპოტონიის დროს და კარგად შველის გულის სისუსტეს. გამხმარ ბრტყელეკალას მოვაშოროთ ეკლები, დავფხვნათ და მივიღოთ თითო ჩ.კ 3 - 4- ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ, ადრე. შეიძლება ასევე დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე 2-3 ს/კ ბრტყელეკალას ბალახს და დავაყენოთ ღამით თერმოსში. მივიღოთ მთლიანად დღის განმავლობაში სამჯერ, ჭამამდე მკურნალობის კურსი 2 - 3 კვირა.

  • წნევას ამაღლებს შემდეგი მცენარეები: კულმუხო, კრაზანა, ასფურცელა, ეფედრა, ლიმონურას, ბრტყელეკალას ფოთლები. მცირე დოზებში ბრტყელეკალა აღაგზნებს ნერვულ სისტემას, ხოლო დიდ დოზებში თრგუნავს მას. ისეთი მცენარე, როგორიც თავკომბალაა, მცირე დოზებში ზრდის არტერიულ წნევას, ხოლო დიდ დოზებში - აქვეითებს.

  • შევურიოთ ერთმანეთს 5 ს/კ კრაზანა, 2 - 2 ს/კ თავშავა და მარწყვის ფოთლები. ამ ნაკრების 2 ს/კ ჩავყაროთ თერმოსში, დავასხათ 0,5 ლ მდუღარე. დავაყენოთ ღამით. ვსვათ თბილი სახით ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3-4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ ადრე.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი