ხალხური საშუალებები, რომლებიც განსაკუთრებულად კარგ შედეგს იძლევა დაბალი არტერიული წნევის დროს
სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითების, გულის მუშაობის შესუსტებისა და სხვა ფაქტორების მიერ გამოწვეული არტერიული წნევის მყარ დაქვეითებას ეწოდება ჰიპოტონია.
ავადმყოფთა ძირითად ჩივილებს მიეკუთვნება თავბრუსხვევა, ჩქარი დაღლა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, ტკივილები გულის მიდამოში. სისხლის წნევა, როგორც არტერიული, ისე ვენოზური დაქვეითებულია 80 - 40 - მდე და ქვემოთ. ჰიპოტონიით დაავადებულ ავადმყოფებს ხშირად ემართებათ ე.წ. ჰიპოტონური კრიზისები. ამ დროს მათი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ძლიერდება საერთო სისუსტე, უფრო მეტადაა გამოხატული დაღლილობა. ამ დროს ავადმყოფები საჭიროებენ წოლით რეჟიმს. ჰიპოტონური დაავადების მკურალობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება წყლის პროცედურებს, შრომისა და დასვენების რეჟიმს, გაკაჟებას.
რეცეპტები და რეკომენდაციები:

- კონტრასტურლი შხაპი 2 - ჯერ დღეში, დილით და საღამოს, 10 - 10 წთ, მორიგეობით - ცივი და ცხელი წყლის პროცედურა სასურველია დავამთავროთ ცივი წყლით.
- დღისით გადავლება გრილი, შემდეგ კი ცივი წყლის, ვაშლის ძმრით (1 ს/კ ძმარი ერთ ვედრო წყალზე).
- ფეხშიშველი სიარული სველ ქვებზე, ზაფხულში ცვარზე, ზამთარში თოვლზე. დავიწყოთ სიარული 3 - 5 წამიდან და ყოველდღე მივუმატოთ 2 - 2 წამი, ავიდეთ 3 - 5 წუთამდე. თოვლზე სიარულის შემდეგ დავიზილოთ ფეხები შალის ნაჭრით.
- ყოველდღე, დილით ფიზკულტურა, სირბილი, ან ხტომა ადგილზე (ნახტომების რაოდენობა სასურველია თანდათან ავიყვანოთ 100 - მდე, შეიძლება 200 - მდეც). ამ დროს აუცილებელია თვალყური ვადევნოთ იმას, თუ როგორ ვგრძნობთ თავს. აქ თითოეულმა უნდა ვიხელმძღვანელოთ ჯანმრთელობის მდგომარეობით, გავარჯიშების ხარისხით.
- ჩაი, ყავა 2 - 3- ჯერ დღეში წევს მაღლა წნევას. განსაკუთრებით კარგ ეფექტს იძლევა მწვანე ჩაი, რადგან მოქმედებს იგი ძალიან რბილად და წნევა იმატებს სტაბილურად. იგი უნდა ვსვათ 2 - 3 თვე.
- 6 საშუალო ზომის ლიმონი კარგად გავრეცხოთ, მოვაშოროთ კურკები, გავატაროთ ხორცსაკეპში, ავურიოთ და გადავიტანოთ 3 ლიტრიან ქილაში. დავამატოთ 1 ლ ცივი, ანადუღარი წყალი (უკეთესია გამოხდილი). დავაყოვნოთ 36 სთ მაცივარში, დახურულ ჭურჭელში. შემდეგ დავუმატოთ 500 გრ თხიერი თაფლი, მოვურიოთ და ისევ მოვათავსოთ მაცივარში 36 სთ - ით. მივიღოთ 3 - ჯერ დღეში 50 - 50 გრ ჭამამდე 0,5 სთ - ით ადრე. მკურნალობის კურსი გავაგრძელოთ წამლის დამთავრებამდე.