დაქვეითებული წნევისა და ძლიერი სისუსტის დროს მისაღები სამკურნალო საშუალებები

დაქვეითებული წნევისა და  ძლიერი სისუსტის დროს მისაღები სამკურნალო საშუალებები
სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითების, გულის მუშაობის შესუსტებისა და სხვა ფაქტორების მიერ გამოწვეული არტერიული წნევის მყარ დაქვეითებას ეწოდება ჰიპოტონია.
ავადმყოფთა ძირითად ჩივილებს მიეკუთვნება თავბრუსხვევა, ჩქარი დაღლა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვის დროს, ტკივილები გულის მიდამოში. სისხლის წნევა, როგორც არტერიული, ისე ვენოზური დაქვეითებულია 80/40 - მდე და ქვემოთ. ჰიპოტონიით დაავადებულ ავადმყოფებს ხშირად ემართებათ ე.წ. ჰიპოტონური კრიზისები. ამ დროს მათი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება, ძლიერდება საეთო სისუსტე, უფრო მეტადაა გამოხატული დაღლილობა. ამ დროს ავადმყოფები საჭიროებენ წოლით რეჟიმს. ჰიპოტონური დაავადების მკურნალობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება წყლის პროცედურებს, შრომისა და დასვენების რეჟიმს, გაკაჟებას.

რეცეპტები:
  • დაქვეითებული წნევისა და ძლიერი სისუსტის დროს, რომელსაც თან ერთვის სხეულის დაბალი ტემპერატურაც (განსაკუთრებით კიდურების ), მიზანშეწონილია კობოსტოს, მჟაუნას, მრავალძარღვას, წყლის სამყურას, დიყ
    ის კოპტონის გამოყენება. ამ კომპტონის მიღების პროცედურა გავაგრძელოთ მანამ, სანამ სხეული არ გაგვითბება, ხელები და ფეხები არ შეწყვეტენ სიცივეზე გათოშვას.

  • ბრტყელეკალას (ბალახის) ნახარში აძლიერებს გულის შეკუმშვებს, ხსნის გულის ფრიალს, ორგანიზმის მატონიზებელია ჰიპოტონიის დროს და კარგად შველის გულის სისუსტეს. გამხმარ ბრტყელეკალას მოვაშოროთ ეკლები, დავფხვნათ და მივიღოთ თითო ჩ/კ 3 -4 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე. შეიძლება ასევე დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე 2- 3 ს/კ ბრტყელეკალას ბალახს და დავაყენოთ ღამით თერმოსში. მივიღოთ მთლიანად დღის განმავლობაში სამჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 2 - 3 კვირა.

  • არტერიული წნევის მომატებისათვის სარგებლობენ ისეთი სააფთიაქო მცენარეული პრეპარატებით, როგორიცაა მანჯურიის არალია, ელეუტეროკოკის ნაყენი, ჟენშენი, პანტოკრინი და ცენტრალული ნერვული სისტემის სხვა სტიმულატორები.

  • დაქვეითებული წნევისა და თავბრუსხვევის დროს დავაქუცმაცოთ შემდეგი კომპონენტები: ყვავილები და ნაყოფი კუნელისა - 50 - 50გრ, კრაზანას ბალახი - 30 გრ, ბაბუაწვერას ძირები - 50გრ, ელეუტეროკოკის ძირები - 10 გრ, მინდვრის შვიტას ბალახი - 40 გრ, ავიღოთ ამ ნაკრებიდან 1 ს/კ, დავასხათ 300 მლ წყალი, დავდგათ და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 3 - 5 წთ. დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ დავუმატოთ 1 ს/კ თაფლი. მივიღოთ 100 - 100 მლ 3 - ჯერ დღეში, უზმოზე, თბილი სახით, ჭამამდე 30 წთ ადრე. მივიღოთ თვეობით, ხანგრძლივად.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი