უებარი რეცეპტები გულის არეში ტკივილის მოსახსნელად.

უებარი რეცეპტები გულის არეში ტკივილის მოსახსნელად.
ტკივილები გულის მიდამოში შეიძლება წარმოიშვას გულის მრავალი დაავადების დროს: მიოკარდიუმის ინფარქტის, სტენოკარდიის, მიოკარდიტის, კარდიოსკლეროზის და სხვათა დროს. გულის ტკივილების წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს ჰიპერტონიული დაავადება. საკმარისია წნევამ აიწიოს თუნდაც 180/100 - მდე და გულის მიდამოში წარმოიშობა ძლიერი, დამწოლი ტკივილი, რომელიც არ იხსნება ვალიდოლით და ნიტროგლიცერინით ისე, როგორც წნევის დამწევი საშუალებებით. და რაც ჩქარა იქნება წნევა დაქვეითებული, მით ჩქარა მოიხსნება ტკივილები.

რეცეპტები:
  • ვალერიანისა და კუნელის სპირტიანი ნაყენების ნარევიდან (1:1) ავიღოთ 25 - 30 წვეთი, დავუმატოთ ცოტა წყალი და მივიღოთ დასალევად, მანამ ცოტა ხნით გავაჩეროთ ნარევი პირში.

  • ბარამბოს გამხმარი ფოთლების ნაყენი (2 ს/კ 300 მლ მდუღარეზე) მივიღოთ 3 - ჯერ დღეში ნახევარ- ნახევარი ჩაის ჭიქა. ხსნის ტკივილებს გულის მიდამოში და წყვეტს გულისმიერ ქოშინს.

  • გულის ტკივილების დროს კარგია კაკლის ნაყენი არაყზე: 30 ცალ წვრილად დაჭრილ, უმწიფარ ნაყოფს დავასხათ 1 ლ სპირტი ან არაყი და დავაყენოთ მზეზე 14 დღე. მივიღოთ 20 - 20 წვეთი 3 - ჯერ დღეში 3 -4 კვირის განმავლობაში.

  • გულის მიდამოში ტკივილების მოსახსნელად: მინის ქილაში ჩავყაროთ მისი მოცულობის ორ მესამედამდე არყის ხის შედარებით მსხვილი, დამტვრიანებული ნაყოფი და შევავსოთ ქილა ბოლომდე არყით, დავახუროთ თავი და დავაყენოთ 14 დღე. არ გავწუროთ. მივიღოთ 20 წვეთიდან 1 ჩ/კ - მდე 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ ადრე. ამ ნაყენის გამოყენებით ტკივილები წყნარდება, ქრება ქოშინი, ვლინდება სიმხნევე.

  • გულის დაავადებების დროს: 1 ს/კ ასკილის დაქუცმაცებულ ძირებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ. ვსვათ ნახევრადცხელი, როგორც ჩაი, დღეში 3-3 ჩაის ჭიქა, 2 კვირის განმავლობაში.

  • გულის მიდამოში ტკივილების დროს კარგია ჟუნჟრუკის ბალახის ნაყენი:დავასხათ 0,5 ლ მდუღარე 1 - 2 მუჭა ბალახს, შევფუთოთ და დავაყენოთ 6 სთ. მივიღოთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 - 4- ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ ადრე, 2- 3 კვირის განმავლობაში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი