თირკმლისმიერი ჰიპერტონიის დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს

თირკმლისმიერი ჰიპერტონიის  დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს
თირკმლის უწვრილესი სისხლძარღვების დაზიანების დროს, ჩვეულებრივ, ხდება არტერიული წნევის მომატება, უფრო ხშირად ეს სიმპტომი ვითარდება ქრონიკული ნეფრიტისა და ქრონიკული პიელონეფრიტის დროს. მაგრამ, თუ ქრონიკული პიელონეფრიტის დროს, დაავადების ჩაწყნარების ან სამკურნალო პრეპარატების მიღების გამო, არტერიული წნევა რამდენადმე ქვეითდება, გლოგერულონეფრიტის დროს ეს არ ხდება. ქრონიკული ნეფრიტის დროს არტერიული წნევა მუდმივად მომატებულია. არტერიული წნევის სტაბილური მომატების ფონზე შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონიული კრიზები და გულის სისხლისმიმოქცევის მწვავე დარღვევაც. ასეთ ავადმყოფებს ბევრად ჩქარა უვითარდებათ ათეროსკლეროზი. ხშირად ხდება ისე, რომ დუნედ მიმდინარე ნეფრიტი, არტერიული წნევის მომატების გარდა, არ იძლევა სხვა სიმპტომებს (გამონაკლისია შარდში ცვლილებები, რომლებიც ლაბორატორიულად განისაზღვრება ).
გულის დაზიანება თირკმლისმიერი ჰიპერტონიის დროს შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული.

ტვინის სისხლმოქცევის დარღვევა შეიძლება აღინიშნებოდეს თავის ტკივილის შეტევების, პარეზების, დამბლების, გონების ხანმოკლე დაკარგვის სახით და სხვა.
თირკმლისმიერი წნევა ძნელად ქვეითდება სამკურნალო პრეპარატების მიღების დროს. რაღა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვუმკურნალოთ ძირითად დაავადებას, რომელიც წნევის მომატების მიზეზია.

რჩევა:
ჰიპერტონიის, თირკმლის, შარდის ბუშტის დაავადებების, ნეფრიტის დროს: ვჭამოთ წითელი ცირცელის (ჭნავის) ახალი ნაყოფი, ან თაფლზე დაყენებული, ასევე სასარგებლოა ცირცელის გამხმარი ნაყოფის გამოყენება ნაყენის, ნახარშის, კომპოსტოს, კისელის სახით.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი