კანის ჩირქოვანი დაავადების სამკურნალო მცენარეული საშუალებები
კანის ჩირქოვანი ბუშტუკები (პიოდერმიები) - ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული ჯგუფია კანის დაავადებების რომელიც გამოწვეულია ჩირქმბადი ბაქტერიებით, დაავადება ხასიათდება კანის გამონაყარით რომელსაც აქვს პუსტელოზური ხასიათი. გამოყოფენ 3 დიდ ჯგუფს პიოდერმიის: სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური, ანტიპური (ქრონიკული). პიოდერმია ახასიათებთ ავადმყოფებს, რომლებთაც აქვს ნახშირწყლოვანი ცვლა დარღვეული (მაგ. შარიანი დიაბეტი) დაავადების მკურნალობაში როგორც ბავშვებში ასევე დიდებში დიდი მნიშვნელობა აქვს კარტოფილის, კომბოსტოს, სტაფილოს, კუნელის, ჭინჭრის წვენი, მიიღება წყალში განზავებული 1:1 პროპორციით. ასევე კარგია შვრიის, მოცხარის, მრავალძარღვას, ცხრატყავას (წერწა), ჩაის სოკოს ნაყენი ან ნახარშები.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- დაზიანებულ ადგილას აფარებენ კომბოსტოს ფოთოლს, რომელზეც წასმულია კვერცხის გულისა და ჭვავის პურის ნარევი ( კარგად აზელილი).
- კომპრესისთვის გამოიყენება ტირიფის ქერქის ბლანტი ნაყენი (50 გრ ქერქი 500 მლ წყალი, ადუღეთ 20 წთ).
- ასფურცელას მშრალი ფოთლები დაფქვით. შეურიეთ უმარილო ნაღების ცხიმი 1:4 პროპორციით, ასეთი მალამო გამოიყენება ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესის დროს.
- ღორის ბირკას ბალახის ნახარში მიიღება ფოლიკულიტის დროს 10 გრ მშრალ ბალახს დაასხით 200 მლ წყალი, ადუღე 3 წუთი დააყენეთ 1 საათით, გააცვეთ. გამოიყენება კანის ჩამოსაბანად ფოლიკულიტის დროს იყენებენ აგრეთვე გაპარსვის შემდეგ.
- ფიჭვის, ნაძვის, სოჭის ფისი ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესის დროს, ედება როგორც ნახვევი ან კვერის სახით დაზიანებულ ადგილას.
- კულმუხოს ( მზიურა ) მშრალი ფესვები დაფქვით, შეურიეთ ვაზელინი 1:4 შეფარდებით, დაზიანებულ ადგილას წაისვით 1 - 2 - ჯერ დღეში.
- ბადრიჯნის რბილობით ან წვენით ამუშავებენ კანს 2 - 3 - ჯერ დღეში.