კანის ჩირქოვანი დაავადების, პიოდერმიის სამკურნალო ეფექტური რეცეპტები
კანის ჩირქოვანი ბუშტუკები (პიოდერმიები) - ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული ჯგუფია კანის დაავადებების რომელიც გამოწვეულია ჩირქმბადი ბაქტერიებით, დაავადება ხასიათდება კანის გამონაყარით რომელსაც აქვს პუსტულოზური ხასიათი. გამოყოფენ 3 დიდ ჯგუფს პიოდერმიას: სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკური, ატიპური (ქრონიკული). პიოდერმია ახასიათებთ ავადყოფებს, რომლებთაც აქვს ნახშირწყლოვანი ცვლა დარღვეული (მაგ. შაქრიანი დიაბეტი).
რეცეპტები:
რეცეპტები:
- ფიჭვის, ნაძვის, სოჭის ფისი ერთ -ერთი საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესის დროს, ედება როგორც ნახვევი ან კვერის სახით დაზიანებულ ადგილას.
- კულმუხოს (მზიურა) მშრალი ფესვები დაფქვით, შეურიეთ ვაზელინი 1:4 შეფარდებით, დაზიანებულ ადგილას წაუსვით 1 - 2 -ჯერ დღეში.
- ხვართქალას ბალახის მიწისზედა ნაწილს დაასხით სპირტი, დააყენეთ 10 დღე ბნელ ადგილას, გაწურეთ. წაისვით დაზიანებულ ადგილზე.
- 1 ჩ/კ არყის ხის კვირტებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, მიიღება 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში, ნაყენი გამოიყენება გარედან წასასმელად.
- კომპრესის და ცხელი საფენის სახით გამოიყენება ვირისტერფას ახალი ფოთლები, ან დანაყილი მცენარე.
- ოხრახუში გამოიყენება ცხელი საფენების სახით აბაზანისა და კომპრესისათვის.
- სატაცურის მთლიანი მცენარისგან კეთდება ნაყენი და კეთდება კომპრესი.
- გულყვითელას ნაყენი და ნახარში გამოიყენება აბაზანისა და კომპრესისათვის. ნაყენით ამუშავებენ დაზიანებულ ადგილს სასარგებლოა ნებისმიერი ჩირქოვანი პროცესის დროს მზადდება მალამო: გულყვითელას მშრალი ბალახი 1 ს/კ ვაზელინი 30 გრ შეურიეთ კარგად და დაზიანებულ ადგილას წაისვით.