იაფი, მარტივი და ეფექტური საშუალებები ეგზემის სამკურნალოდ
ეგზემა - ალერგიური ბუნების, კანის ქრონიკული დაავადებაა. უფრო ხშირად ეგზემა ვითარდება ნერვული და ენდოკრინული სისტემების მოშლის დროს ან ქრონიკული ინფექციური კერების ( ტონზილიტი, ჰაიმორიტი და ა.შ ) არსებობისას. ბავშვებში ეგზემა წარმოადგენს კანის დაავადებას, რომელიც ხასიათდება მშრალი, წითელი გამონაყარით. აღინიშნება ქავილი და მოფხანის შემდეგ ინფიცირდება და სველდება. ასეთ შემთხვევაში საჭიროებს ანტიბიოტიკების შემცველი მალამოებით მკურნალობას.
ეგზემის სამკურნალო მცენარეული საშუალებები:
ეგზემის სამკურნალო მცენარეული საშუალებები:
- კანის ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მკურნალობის დროს აუცილებელია საკვებში ყოველდღიურად, ერთხელ დღეში, ლობიოს მარცვლის ოდენობის ძირტკბილას ფესვის და დედაფუტკარას ბალახის ( ნაყენის სახით შიგნით მისაღებად და გარეგანად საფენების სახით) გამოყენება.
- წაუსვით დაზიანებულ ადგილებზე კვერცხის, ასკილის, ატმის, ქაცვის ზეთი.
- მოამზადეთ ახალი კომბოსტოსაგან ფაფისებური მასა, აურიეთ კვერცხის ცილაში და დააფინეთ დაზიანებულ ადგილზე ნახვევის სახით, 1 - 2 - ჯერ დღეში.
- სველი ეგზემის დროს, დღეში 1 - 2 - ჯერ, გაუკეთეთ რძეში მოხარშული და ქატოში არეული კომბოსტოს ფოთლების ცხელი საფენები.
- ასვით მცირე რაოდენობის რძესთან ერთად ქრისტესისხლას წვენი ( მხოლოდ 7 წლიდან ) 1 - დან 15 წვეთამდე, უმატებთ რა ყოველდღე თითო წვეთს, შემდეგ ამცირებთ 15 - დან 1 წვეთამდე. ქრისტესისხლას ბალახის ფხვნილი აურიეთ მცენარეულ ზეთში და წაუსვით დაზიანებულ ადგილებზე. ქრისტესისხლა უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადებების დროს.
- დაქუცმაცებულ ( დაფხვნილ, დანაყილ ) ნებისმიერი სახეობის ღოლოს ( მჟაუნას, ღოლომჟავას) მწვანილს შეურიეთ არაჟანი ან უმარილო კარაქი და წაუსვით დაზიანებულ ადგილებზე.
- ჩადეთ მინის ქილაში ქათმის ახალი კვერცხი, დაასხით 50 გრ ძმრის ესენცია, დაახურეთ თავი და დადგით ერთი დღე - ღამე ბნელ, გრილ ადგილას, შემდეგ დაუმატეთ 1 ს/კ ღორის უმარილო გადამდნარი ქონი, კარგად აურიეთ და დადგით 9 დღემდე ბნელ ადგილას, თან რეგულარულად ურიეთ. ეს შემადგენლობა დღეში 1 - 2 - ჯერ წაუსვით დაავადებულ ადგილებზე ( წინასწარ მობანეთ და კარგად გაამშრალეთ ).