დაემშვიდობეთ დერმატიტს უებარი რეცეპტების დახმარებით.
დერმატიტი - ეს არის კანის ანთებითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა გარეგანი აგენტების ზემოქმედებით. მექანიკური, ფიზიკური ფაქტორები, ალერგენები, ქიმიური ნივთიერებები. დერმატიტის სამკურნალოდ პირველ რიგში აუცილებელია გამომწვევის მოშორება.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- გვირილას ნაყენი გამოიყენება როგორც შინაგანად მისაღებად ასევე გარეგანი გამოყენებისთვის. გვირილას წვენს უსვამენ დაზიანებულ ადგილას.
- ანისული გამოიყენება ალერგიული დერმატიტის დროს: 1 ს/კ ანისული იხარშება 30 წთ 1 ჭ წყალში, მიიღებენ 50 მლ ყლუპ - ყლუპობით.
- ნიახური გამოიყენება სახვევის სახით, გატარებული მცენარე ფაფისმაგვარი მასა ეფინება 2 საათის განმავლობაში, ასევე გამოიყენება კარტოფილი ( ფაფის სახით) კარგ შედეგს იძლევა ალერგიული დერმატიტის დროს.
- აბუსალათინის ზეთის წასმა რეკომენდებულია დაზიანებულ ზედაპირზე 3 - ჯერ დღეში 1 - 2 თვის განმავლობაში.
- წითელი ნემსიწვერას იყენებენ კომპრესის სახით, საჭიროა მისი ფესურები 2 ს/კ 2 ჭიქა წყალზე, დააყენეთ 8 საათი გაცხელების გარეშე.
- შინაგანად მისაღებად გამოიყენება ახალგაზრდა ჭინჭრის ფოთლების სალათი და ნახარში ( 2 ს/კ დაასხით 300 მლ წყალი, ადუღეთ 2 წთ, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ ) ასეთი ნახარში გამოიყენება კანის გასაწმენდადაც.
- მელისას ნაყენი მიიღება დასალევად (2 ს/კ მცენარე 2 ჭ წყალზე) 1/3 ჭიქა 2 - ჯერ დღეში ასევე იყენებენ კომპრესისთვის 1 - 3 - ჯერ დღეში.
- რეჰანის მიწისზედა ნაწილი გამოიყენება კომპრესის სახით. ( 50 გრ ნედლეულს დაასხით 1ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ).
- დერმატიტის დროს 1 ჭ წითელ მოცხარს დაასხით 3 ჭ არაყი, ჩაყარეთ 4 ს/კ მოცხარის კვირტები (გაზაფხულზე შეგროვებული) დადგი თბილ და ბნელ ადგილას 1 თვე პერიოდულად აურიეთ, შემდეგ გაწურეთ, წაუსვით ნაყენი კანის დაზიანებულ ნაწილზე 1 ს/კ 5 - ჯერ დღეში ცხელ სასმელთან ერთად.