ხალხური ნაყენი, რომელიც დერმატიტს არაჩვეულებრივად კურნავს!

ხალხური ნაყენი, რომელიც დერმატიტს არაჩვეულებრივად კურნავს!
დერმატიტი კანის ანთებაა, რომელსაც იწვევს გარემოს სხვადასხვა აგენტის უშუალო მოქმედება. დერმატიტის გამომწვევია ზოგიერთი გამღიზიანებლის ( ძლიერი მჟავების, ტუტეების, მაღალი და დაბალი ტემპერატურის და სხვა ) ზემოქმედება. დაავადება შეიძლება განუვითარდეს ყველა ადამიანს, ზოგჯერ კი იმ პირებს, რომელთაც მაღალი მგრძნობელობა აქვთ ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ ( ე.წ. ალერგიული დერმატიტი ).
არსებობს დერმატიტის მწვავე და ქრონიკული ფორმები. მწვავე დერმატიტს ახასიათებს კანის სიწითლე და შეშუპება. წვის, ჩხვლეტის, ზოგჯერ ტკივილის ან ქავილის შეგრძნება. გაწითლებულ კანზე შეიძლება წარმოიქმნას ბუშტუკები, რომლებიც შემდეგ სკდება და ნაჭდევებს ტოვებს. უფრო იშვიათია კანის დაწყლულება ან ნეკროზი.

ქრონიკულ დერმატიტს, რომელიც შედარებით სუსტი გამღიზიანებლის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ვითარდება, ახასიათებს კანის მოლურჯო შეფერილობა და რქოვანა შრის შესქელება. გამღიზიანებლის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ დერმატიტი მალე ქრება.

დერმატიტისგან განკურნებაში ქრისტესისხლა ნაყენი დაგვეხმარება.

სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ნაწილი. მისი შეგროვება ხდება ყვავილობის პერიოდში აღმავალი მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს ორგანულ ჟავებს, ეთერზეთებს, საპონინებს, ალკალოიდებს, ვიტამინ C - ს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა.

ხალხური მედიცინა იყენებს ქოლეცისტიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, კიბოს, ფსორიაზის, ფურუნკულოზის, ძირმაგარების, მეჭეჭების, დერმატიტების დროს.

ნაყენის მომზადების წესი:
1 ს/კ მშრალად დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი.

გამოყენების წესი:
2 ს/კ 3 - ჯერ დღეში 15 წუთით ადრე ჭამამდე. მკურნალობა 5 დღეზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს.
მცენარის წვენი გამოიყენება გარეგანი მკურნალობისთვისაც.

უკუჩვენება: შხამიანია, მისი მიღება ხდება ექიმის რჩევით და მეთვალყურეობით.
სტატიის ავტორი: ავთანდილ კურდღელაძე
სტატიის წყარო:ადამიანთა დაავადებები და მისი ფიტოთერაპია