გამოიყენეთ ეფექტური მცენარეული საშუალებები დერმატიტის სამკურნალოდ!

გამოიყენეთ ეფექტური მცენარეული საშუალებები დერმატიტის სამკურნალოდ!
დერმატიტი არის კანის ანთებითი რეაქცია მასზე მოქმედი სხვადასხვა ფაქტორის მიმართ. განასხვავებენ კონტაქტურ დერმატიტსა და ტოქსიდერმიას. ამავე ჯგუფს მიაკუთვნებენ კანის ისეთ დაავადებებსაც, როგორიც არის სებორეული დერმატიტი (ქერტლი, ფერიმჭამელები, აკნე, მუწუკი და ა.შ.), ატოპიური დერმატიტი (ნეიროდერმატიტი), ჰერპესული დერმატიტი, ეგზემა.

ხალხური რეცეპტები დერმატიტის სამკურნალოდ:
  • 1 ს/კ სალბის ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. ადუღეთ დაბალ ცეცხლე 5 წთ, შეგიძლიათ ჭურჭელს დაახუროთ, და გააჩეროთ 40 წთ. გაწურეთ. თბილ ნაყენს დაუმატეთ 0,5 ჩ/კ თაფლი და აურიეთ. ნაყენი გამოიყენეთ საფენების სახით 2 - 3 -ჯერ დღეში.

  • აიღეთ კალანჰოეს წვენი - 1 წილი, თაფლი - 1 წილი. ყველაფერი აურიეთ და გააჩერეთ 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ იმავე რაოდენობის ალოეს წვენი და გააჩერეთ კიდევ ერთი კვირის განავლობაში. გამოიყენეთ როგორც მალამო.

  • აიღეთ სვიის გირჩა - 1 ჩ.კ, ორკბილას ბალახი - 1 ჩ.კ ბალახები კარგად აურიეთ და დაასხით 150 მლ. მდუღარე წყალი. შეფუთეთ და დააყენეთ, გაწურეთ და მიიღეთ მთლიანად, ჭამამდე, უმჯობესია - ძილის წინ. მტკივან ადგილებზე დაიდეთ ამ ხსნარში დასველებული დოლბანდი.

  • თუ დერმატიტმა კანის მცირე უბნები დააზიანა, დაგეხმარებათ ცივი რძის კომპრესები, ასევე აპლიკაციები და საფენები.

  • თუ დერმატიტი გამოწვეულია მზის სხივებით, დაზიანებულ უბნებზე დაიდეთ ცხენისწაბლას ფაფისებური მასა.

  • მზით გამოწვეული დერმატიტის დროს დაიდეთ გახეხილი სტაფილოს ფაფისებური მასა. დაიდეთ აპლიკაციის და საფენების სახით.

  • აიღეთ სამფერა იის ბალახი - 1 წილი, კაკლის ფოთოლი - 1 წილი, ოროვანდის ფესვი - 1 წილი. 1 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ. გაწურეთ. მიიღეთ 1 - 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • დერმატიტის დროს სამკურნალო ეფექტი გააჩნია მწვანე ჩაის მაგარ ნაყენს. პროფილაქტიკის მიზნით ჩაით დასველებული დოლბანდი დაიდეთ მზის სხივებისთვის მისაწვდომ კანის უბნებზე, ხოლო თუ დერმატიტი უკვე დაგეწყოთ, დაიდეთ მწვანე ჩაის მაგარი ნაყენის კომპრესები და გაიჩერეთ 20 წთ.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა