უებარი ხალხური საშუალება ალერგიული დერმატიტის სამკურნალოდ

უებარი ხალხური საშუალება ალერგიული დერმატიტის სამკურნალოდ
ალერგიული კონტაქტური დერმატიტი – გარკვეულ ალერგენზე განვითარებული კანის ალერგიის ფორმაა, რომელიც ჰგავს ატოპიურ დერმატიტს, მაგრამ უპირატესად გამოიხატება ალერგენთან კონტაქტის ადგილას. სიმპტომი და მიმდინარეობა- ალერგენთან კონტაქტის ადგილას ჩნდება სიწითლე, შეშუპება, პაპულები და მიკროვეზიკულები. მათი ნაწილი იფარება სისველის გაჩენასთან ერთად. ალერგენის განმეორებითი მოქმედებისას შესაძლოა დერმატიტი ტრანსფორმირდეს ეგზემად.
ალერგიული დერმატიტის სამკურნალოდ უებარი საშუალებაა ერთ - ერთი ხალხური რეცეპტი:

ინგრედიენტები:
  • ალოეს წვენი - 2 ს/კ
  • ჭინჭრის ფოთლები - 4 ს/კ
  • ასკილის ნაყოფი - 4 ს/კ
  • თეთრი არყის ფოთლები - 2 ს/კ
  • ვალერიანის ძირები - 2 ს/კ
  • კალანდულას ყვავილი - 2 ს/კ
  • სამფერა იის ბალახი - 2 ს/კ
  • ორკბილას ბალახი -2 ს/კ
  • ლურჯი ღიღილოს ყვავილი - 1 ს/კ
  • ბაღის პიტნის ფოთლები - 1 ს/კ
  • ფარსმანდუკის ბალახი - 2 ს/კ
  • ქონდარას (ურჩი ) ბალახი -1 ს/კ
  • წყალი -2 ჭ

მომზადების და გამოყენების წესი:
მოვამზადოთ მცენარეული ნაკრები. 1 ს/კ ნაკრებს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ თერმოსში 2 სთ. მზა ნაყენი გავწუროთ და დავუმატოთ ალოეს წვენი. ნაყენი გამოიყენება ალერგიული დერმატიტების სამკურნალოდ.

სარეკომენდაციო დოზა ბავშვებისათვის:
  • 1 წლამდე - 50 - 70 მლ
  • 2 - დან 3 წლამდე - 70 -120 მლ
  • 3 - 4 წწ - 120 - 150 მლ
  • 4 - 7 წწ - 150 - 250 მლ
  • 7 - 14 წწ - 250 მლ

დღიური დოზა ნაწილდება 4 მიღებაზე. ჭამის წინ. მკურნალობის კურსი გრძელდება 3 თვიდან 1 წლამდე.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი