ჰიპოტონია: დაბალი წნევის 9 ნიშანი, რომლის უყურადღებოდ დატოვება საშიშია
ჰიპოტონია - არტერიული წნევის 100/65-მდე დაცემას ნიშნავს. თავა დაბალი წნევა დაავადება არაა, ეს ნორმის ვარიანტია, ორგანიზმის თავისებურება, რომელიც ხშირად გვხვდება მძიმე ფიზიკური შრომით ან სპორტით დაკავებულ ადამიანებში. თუმცა, თუ ამას რიგი უსიამოვნო სიმპტომი ახლავს, ეს შეიძლება ავადმყოფობის ნიშანი იყოს და საჭიროებს მიზეზების გამოკვლევას და მკურნალობას.
დაბალი წნევის სიმპტომები
ქრონიკული ჰიპოტონიის მიზეზები
რა იწვევს წნევის უეცარ ვარდნას
წნევის უეცარი ვარდნა საშიშია სიცოცხლისთვის. მისი გამომწვევი მიზეზებია:
უნდა მიმართოთ ექიმს თუ:
როდესაც წნევა ძალიან ვარდება, შესაძლებელია სხეულს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ჟანგბადის უკმარისობას გულისა და ტვინის ფუნქციის, სუნთქვის პრობლემა და ხანდახან კოლაფსიც მოსდევს.
დაბალი წნევის სიმპტომები
- სისუსტე
- დაღლილობა
- თავბრუსხვევა და გულის წასვლა
- წონასწორობის დაკარგვა
- მხედველობის გაუარესება
- ღებინება
- ცივი, წებოვანი კანი
- სიფერმკრთალე
- ძილის მუდმივი სურვილი
ქრონიკული ჰიპოტონიის მიზეზები
- ორსულობა
- ჰორმონალური პრობლემები, დიაბეტი ან სისხლში შაქრის დაბალი შემცველობის დონე
- ზოგიერთი პრეპარატის მიღება
- გულის უკმარისობა
- გულის არითმია
- მზის დაკვრა
- ღვიძლის დაავადება
რა იწვევს წნევის უეცარ ვარდნას
წნევის უეცარი ვარდნა საშიშია სიცოცხლისთვის. მისი გამომწვევი მიზეზებია:
- სისხლის დაკარგვა სისხლდენის დროს
- სხეულის დაბალი ტემპერატურა
- სხეულის მაღალი ტემპერატურა
- გულის კუნთის დაავადება, რომელიც გულის უკმარისობას იწვევს
- სეფსისი, სისხლის მძიმე ინფექცი
- რეაქცია წამლებზე და ალკოჰოლზე
- მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება და რომელიც გულის აჩქარებას იწვევს
უნდა მიმართოთ ექიმს თუ:
- იგრძენით ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი
- დაგისვეს ”დაბალი წნევის” დიაგნოზი და აღგენიშნებათ ხშირი გულის წასვლა
- გრძნობთ სიმპტომებს წამლების მიღების შედეგად
როდესაც წნევა ძალიან ვარდება, შესაძლებელია სხეულს საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ჟანგბადის უკმარისობას გულისა და ტვინის ფუნქციის, სუნთქვის პრობლემა და ხანდახან კოლაფსიც მოსდევს.