გაჭერით ხახვი შუაზე და მიიდეთ საფეთქლებზე, ის თავის ტკივილს უმალვე გაგიყუჩებთ
თავის ტკივილი , ცეფალგია, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც მრავალ დაავადებასა და პათოლოგიურ პროცესს ახასიათებს.
თავის ტკივილი ერთ-ერთი იმ სიმპტომთაგანია, რომლის გამოც ადამიანები ყველაზე ხშირად მიმართავენ ექიმს. მოსახლეობის 70%-ს ეპიზოდური ან ქრონიკული თავის ტკივილები აწუხებს. ის წამყვანი, ზოგჯერ კი ერთადერთი სიმპტომია 40-ზე მეტი დაავადებისა: ნევროზისა, დეპრესიული მდგომარეობისა, ჰიპერტონიული დაავადებისა, თირკმლისა და ენდოკრინული პათოლოგიებისა, ნერვული სნეულებებისა... თუმცა მის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს დაძაბვის თავის ტკივილი (70%) და შაკიკი (25%) წარმოადგენს.
გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს ტკივილის მოსახსნელად:

- თავბრუსხვევის დროს დაგეხმარებათ კუნელის ნაყოფის ნახარში. 20 გრ კენკრას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე 10 წთ. დალიეთ როგორც ჩაი.
- მატიტელას ნედლი ბალახი დაიდეთ კეფაზე - ის მოქმედებს როგორც მდოგვის საფენი თავის ტკივილის დროს.
- თუ შალის ნაჭერს დაასველებთ ძმრისა და ზეითუნის ზეთის ნარევში (ორივე კომპონენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ ) და დაიდებთ თავზე, თავის ტკივილი გაგივლით.
- ქრონიკული თავის ტკივილის დროს დიდი რაოდენობის წყალში მოხარშეთ ბეგქონდარას ბალახი. საღამოს თავი ჩაყავით ამ ნახარშში 10 -15 წუთით, შემდეგ კი ნახარში გადაივლეთ მთელ სხეულზე.
- შუბლსა და საფეთქლებზე დაიდეთ პიტნის, ან ვირისტერფას, ნედლი ფოთლები.~
- საფეთქლებზე მიიდეთ ორად გაჭრილი ხახვის თავი, გააჩერეთ 15 - 20 წთ. ანუ სანამ ტკივილი არ გაგივლით.
- პიტნის ნაყენი ამცირებს თავის ტკივილს. ნაყენის მომზადება:
1 ს/კ პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წთ, გაწურეთ. მიიღეთ რეგულარულად, დილით უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. 1 ჩ/ჭ ნაყენი დალიეთ ძალიან ნელა, მცირე ყლუპებით. ძლიერი თავის ტკივილის დროს შუბლზე მიიდეთ პიტნის ბალახი. - დალიეთ თბილი კობოსტოს წვენი - 0,5ჩ/ჭ ჭამის შემდეგ 2 - 3 -ჯერ დღეში.
- მიიღეთ იის, ტირიფის ფოთლის ნაყენი, დაუმატეთ ცოტაოდენი ძმარი.
- ძლიერი თავის ტკივილის დროს 3 - ჯერ დღეში მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ შავი მოცხარის ახალგამოწურული წვენი.