ქრონიკული თავის ტკივილისგან და მშფოთვარე ძილისგან ეს საშუალებები გაგანთავისუფლებთ!
ქრონიკული თავის ტკივილის ხანგრძლივი და პერსისტენტული ბუნება უდიდეს დისკომფორტს უქმნის ადამიანს. თავის ტკივილის ქრონიკული, ყოველდღიური ფორმების გამომწვევი მიზეზები ზუსტად არაა დადგენილი. ნამდვილი (პირველადი) ტკივილი არ ასოცირდება სხვა დაავადებებთან.
გამოიყენეთ ხალხური მედიცინის რეკომენდაციები:
გამოიყენეთ ხალხური მედიცინის რეკომენდაციები:
- თავის ტკივილი და მშფოთვარე ძილის სამკურნალოდ 1 - 2 ალოეს ფოთოლი მოხარშეთ 2 - 3 ლ წყალში. საღამოს ეს ნახარში გადაივლეთ თავზე და ტანზე.
- ქრონიკული თავის ტკივილის დროს საღამოს თავზე და სხეულზე გადაივლეთ ბეგქონდარას ნახარში.
- ქრონიკული თავის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიის და სხვა დაავადებების დროს გიშველით ანისულის ჩაი: 3 ჩ/კ ანისული 5 წთ. ხარშეთ 600 მლ ადუღებულ წყალში. მიიღეთ 1 ყავის ჭიქა 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ.
- ძლიერი თავის ტკივილი სტრესის შემდეგ. ავადმყოფმა ძილის წინ პირში 1 ს/კ შაქარი უნდა ჩაიდოს და ჭიქა ცივი წყალი უნდა დააყოლოს.
- თავის ტკივილი ყურში ტკივილთან ერთად, განსაკუთრებით ბავშვებში. 1 ს/კ შაქარი ტაფაზე გაადნეთ, როდესაც შაქარი გამუქებას დაიწყებს, 1 ჩ/ჭ ცივი წყალი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. მიიღეთ 1 - 2 ჩ/ჭ დღეში.
- თუ შალის ნაჭერს დაასველებთ ძმრისა და ზეითუნის ზეთის ნარევში ( ორივე კომპონენტი თანაბარი რაოდენობით აიღეთ ) და დაიდებთ თავზე, თავის ტკივილი გაგივლით.
- პიტნის ნაყენი ამცირებს თავის ტკივილს. ნაყენის მომზადება:
1 ს/კ პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 40 წთ, გაწურეთ. მიიღეთ რეგულარულად, დილით უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. 1 ჩ/ჭ ნაყენი დალიეთ ძალიან ნელა, მცირე ყლუპებით. ძლიერი თავის ტკივილის დროს შუბლზე მიიდეთ პიტნის ბალახი.