ნუ იჩქარებთ მედიკამენტების მიღებას, დაიამეთ თავის ტკივილი ბუნებრივი საშუალებებით!
თავის ტკივილის ქვეშ იგულისხმება პერიოდული ან ქრონიკული ტკივილები თავის მიდამოში კეროვანი სიმპტომატიკით, ან მის გარეშე. თავის ტკივილი ადამიანებისთვის ყველაზე ხშირად სახსენებელი ტკივილია. ზოგჯერ თავის ტკივილი დაავადების ერთადერთი და ძირითადი სიმპტომია, ზოგჯერ კი ძნელია მისი რომელიმე კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირება. მაგრამ არსებობს ხალხური მეტად ეფექტური საშუალებები რომლებიც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.
თავის ტკივილის დროს:
თავის ტკივილის დროს:
- ლიმონის სამკურნალო თვისებები კარგა ხანია ცნობილია ხალხურ მედიცინაში. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. კარგი სამკურნალო საშუალებაა პროთრომბინის დასაწევად. ლიმონი თავის ტკივილსაც გაგიყუჩებთ. ამისათვის ლიმონის ქერქს მოაცილეთ შიდა თეთრი კანი და მიიდეთ საფეთქელზე ( ორივე მხარეს ), ტენიანი მხრიდან. მალე კანზე ( ქერქის ქვეშ ) გაჩნდება წითელი ლაქა, რომელიც ოდნავ გახურდება და ქავილს დაგაწყებინებთ, თავის ტკივილი კი უცებ გაივლის. ამიტომ თუ თქვენ თავი გტკივათ, ნუ მიიღებთ პირამიდონს, ანალგინს ან სხვა აბებს. იხმარეთ ლიმონის ქერქი.
- თავის ტკივილი გაგივლით აგრეთვე, თუ შუბლსა და საფეთლის არეში დაიდებთ უმი კომბოსტოს, ან კეჟერა მხალის ფოთოლოს და შეიკრავთ სახვევით. იგი მაღალ ტემპერატურასაც დაბლა სწევს.
- ნევროპათოლოგი რობერტ უელსი დარწმუნებულია, რომ თავის ტკივილს ავიცილებთ, თუ ყოველდღიურად შევასრულებთ კისრის უმარტივეს ვარჯიშს. მაგალითად, დილა - საღამოს ნიკაპით რამდენჯერმე შევეხოთ მკერდს.
- თავის ტკივილი თუ გაწუხებთ და მას უძილობაც ერთვის, 2 - 3 ლიტრ წყალში მოხარშეთ ალოეს ორი ფოთოლი და ნახარში გადაივლეთ თავზე. არის სხვა საშუალებაც - დაიბანეთ თავი ოხრახუშის ნახარშით.
- ცხელი რძისა და კვერცხის კოქტეილი მოგიხსნით თავის ტკივილსა და შაკიკის შეტევას. ამ კოქტეილს თუ ყოველდღე მიირთმევთ, ტკივილები საერთოდ გაგივლით. დოზა: ერთ ჩაის ჭიქა თბილ რძეში ათქფვიფეთ ერთი კვერცხის ცილა და მიიღეთ დღის განმავლობაში ყლუპებით.
- ფორთოხლის გახეხილ კანს შეურიეთ დანის წვერით დარიჩინი და იმდენი ზეითუნის ზეთი, რომ მიიღოთ ფაფისმაგვარი მასა. შეიზილეთ ორივე საფეთქლის არეში და თავის ტკივილი გაგივლით.
- ზოგჯერ, თავის ტკივილს იწვევს შიში, სტრესი, გადაღლილობა. ამ დროს თავის ტკივილს დაგიამებთ აქტიური წერტილების სტიმულირება, საფეთქელსა და წარბს შორის და წარბების დასაწყისში ( შუბლთან ), ყოველ წერტილზე თითების დაწოლით გააკეთეთ 10 წრიული მოძრაობა ( საათის ისრის მიმართულებით ), თანდათან გაზარდეთ დაწოლა, დაითვალეთ 10 - მდე და ხელახლა გააკეთეთ 10 წრიული მოძრაობა, მაგრამ ამჯერად საპირისპირო მიმართულებით.