ბალახეული საშუალებები, რომლებიც უმალვე აყუჩებენ თავის ტკივილს
თავის ტკივილი (ცეფალგია) მრავალი დაავადების სიმპტომს წარმოადგენს. თავის ტკივილის ყველაზე ხშირ ვარიანტს დაძაბვის თავის ტკივილი წარმოადგენს, რომელიც თურმე მსოფლიოს მოსახლეობის 90%-ს აღენიშნება.
ასეთი ტკივილი შეიძლება ნებისმიერ ასაკში აღმოცენდეს, მაგრამ მეტწილად 25-30 წლის ახალგაზრდებში ვითარდება, თანაც მამაკაცებთან შედარებით, ქალებში რამდენადმე უფრო ხშირია.
ხალხური მედიცინა წარმოგიდგენთ რამდენიმე მცენარეულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას:
ასეთი ტკივილი შეიძლება ნებისმიერ ასაკში აღმოცენდეს, მაგრამ მეტწილად 25-30 წლის ახალგაზრდებში ვითარდება, თანაც მამაკაცებთან შედარებით, ქალებში რამდენადმე უფრო ხშირია.
ხალხური მედიცინა წარმოგიდგენთ რამდენიმე მცენარეულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას:
- თუ თავის ტკივილი სტრესით, ან დაღლილობითაა გამოწვეული, დილით დალიეთ 1 ჩ/ჭ შემდეგნაირად მომზადებული ნაყენი: აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილას ყვავილი, პიტნნის ფოთოლი, დიდკამას ნაყოფი, კატაბალახას ფესვი. 2 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში.
- ცუდი მეხსიერების დროს მიიღეთ ნიგოზი, ლეღვი და ქიშმიში, რადგან ისინი შეიცავენ ფოსფორს, რომელიც აძლიერებს ტვინის უჯრედებს და ქსოვილებს.
- თავის ტკივილი გაგივლით თუ ყოველდღე მიიღებთ ყველს, ნიგოზს, თხილს, ძახველს, ქიშმიშს, მარწყვს და წითელ მოცვს.
- 1 ს/კ სამყურას ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 0,5 - 1 სთ. და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 3 -ჯერ დღეში.
- 1 ს/კ კრაზანას ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წთ. გადადგით და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.
- მუდმივი თავის ტკივილის დროს 3 - ჯერ დღეში, მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ კარტოფილის ახალგამოწურული წვენი.
- 1 ჩ/კ კულმუხოს დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი, გააჩერეთ 10 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ ნაყენი ერთხელ დღეში, ჭამამდე 30 წთ -ით ადრე.
- 1 ს/კ ჭინჭარს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, გააზავეთ თაფლით.
- ხანგრძლივი თავის ტკივილის დროს დაგეხმარებათ გველის სუროს სპირტზე ნაყენი: 20 გრ ნედლეულს დაასხით 100 მლ სპირტი, გააჩერეთ 9 დღის განმავლობაში. მიიღეთ 5 წვეთი 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.