თავის ტკივილის დროს ნუ იჩქარებთ აბების მიღებას, გაიყუჩეთ ის ბუნებრივი საშუალებებით

თავის ტკივილის დროს ნუ იჩქარებთ აბების მიღებას, გაიყუჩეთ ის ბუნებრივი  საშუალებებით
თავბრუსხვევისა და თავის ტკივილის მიზეზი შესაძლოა იყოს დაღლილობა და ნერვული გადატვირთვა, ასევე სხვადასხვა დაავადება. თუ თავბრუსხვევა და თავის ტკივილი რეგულარულად გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. დაღლილობისა და ნერვული გადატვრთვის დროს კი ხალხური მედიცინა შემდეგ სამკურნალო საშუალებებს გთავაზობთ:

რეცეპტები:
  • თუ თავის ტკივილი სტრესით, ან დაღლილობითაა გამოწვეული, დილით დალიეთ 1 ჩ/ჭ შემდეგნაირად მომზადებული ნაყენი: აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილას ყვავილი, პიტნის ფოთოლი, დიდკამას ნაყოფი, კატაბალახას ფესვი. 2 ს/კ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში.

  • თავის ტკივილი გაგივლით თუ ყოველდღე მიიღებთ ყველს, ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს, ძახველს, მარწყვს და წითელ მოცვს.

  • 1 ს/კ სამყურას ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 0,5 - 1 სთ. და გაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ 3 -ჯერ დღეში.

  • 1 ს/კ კრაზანას ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 5 წთ. გადადგით და გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში.

  • მუდმივი თავის ტკივილის დროს 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ კარტოფილის ახალგამოწურული წვენი.

  • 1 ჩ/კ კულმუხოს დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი, გააჩერეთ 10 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჩ/ჭ ნაყენი ერთხელ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • 1 ს/კ ჭინჭარს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ თერმოსში 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ 3 -ჯერ დღეში, გააზავეთ თაფლით.

  • ხანგრძლივი თავის ტკივილის დროს დაგეხმარებათ გველის სუროს სპირტზე ნაყენი: 20 გრ ნედლეულს დაასხით 100 მლ სპირტი, გააჩერეთ 9 დღის განმავლობაში. მიიღეთ 5 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.

  • 1 ს/კ ასკილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 30 წთ. მიიღეთ 2 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • დღეში ერთხელ მიიღეთ წყლის იელის ფხვნილი (არაუმეტეს 0,5 გრ )ან ნახარში (არაუმეტეს 1 ს/კ ) ნახარში: 10 გრ წყლის იელის ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წთ. და გაწურეთ.

  • თუ თავის ტკივილი სტრესსმა გამოიწვია, რამდენიმე დღის განმავლობაში ძილის წინ მიიღეთ 1 ს/კ შაქრის ფხვნილი და დააყოლეთ 1 ჩ/ჭ წყალი.

  • შაკიკის დროს სასარგებლო საშუალებათა რიცხვს განეკუთვნება ალოეს ნაყენი ვარდკაჭაჭას წვენში. ერთ მიღებაზე უნდა დალიოთ 30 - 150 გრ. ნარევი. მაღალი ტემპერატურის დროს საფეთქლებზე მიიდეთ კამის, ლენცოფას და ქაფურის ნარევი.

  • შაკიკის დროს თავი დაიბანეთ თავშავას ბალახის ნაყენით. 2 ს/კ ბალახს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ 2 სთ.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა