თუ მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე 6 სიმპტომზე მეტი აღგენიშნებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე  6  სიმპტომზე მეტი  აღგენიშნებათ,  აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
პრედმენსტრუალური სინდრომი არის მენტრუაციის წინა პერიოდში ემოციური და ფიზიოლოგიური დისკომფორტის მდგომარეობა. მისი ძირითადი სიმპტომები ჩნდება მენსტრუაციის დაწყებამდე 5 - 10 დღით ადრე. 10 ქალიდან 8 - ს აწუხებს პრედმენსტრუაციული სინდრომი. განსაკუთრებით ქალებს რომლებსაც აქვთ არამდგრადი ფსიქიკა, ისტერიისკენ მიდრეკილება. ექიმები ითვლიან 150 - ზე მეტ სიმპტომს, რომელიც ახასიათებს პრედმენსტრუალურ სინდრომს.

ყველაზე მეტად გავრცელებულია:
  • სისუსტე, მომატებული დაღლადობა, დაბნეულობა.
  • უძილობა, ან მომატებული ძილიანობა.
  • ხმაურის მწვავედ აღქმა.
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, გაღიზიანებადობა, ფხუკიანობა, ცრემლიანობა, კონფლიქტურობა, მოულოდნელი ბრაზის ამოფრქვევა, ცუდი
  • გუნება - განწყობილება, გადაუწყვეტელობა.
  • შენელება, მეტყველების შეფერხება.
  • ჩხვლეტის, დაბუჟების, ჭიანჭველების შეგრძნება ხელებსა და სხეულის სხვა ნაწილში.
  • სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა და შეშუპება.
  • ზოგადი შეშუპება, ტაქიკარდიის შეტევა, მეტეორიზმი, ყრუ და მქაჩავი ტკივილი მუცლის ქვედა არესა და წელის არეში.
  • ყველაფერი უცვივდებათ ხელიდან, საყოფაცხოვრებო დაზიანებები იმატებს ( ჭრილობები, დამწვრობა და ა.შ. ).
  • გემოს შეგრძნების შეცვლა, გარკვეული სუნის ზიზღი.

ქალბატონი საკუთარ თავში თუ აღმოაჩენს ზემოთჩამოთვლილი სიმპტომებიდან 5 - ზე ნაკლებს, ამ შემთხვევაში გუნებაგანწყობილებას და თვითშეგრძნებას აამაღლებს კომპლექსური პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ვიტამინებს და მინერალებს. 6 სიმპტომზე მეტი უკვე იძლევა იმის საბაბს რომ მიმართონ ექიმს. უნდა შეირჩეს, ექიმის მიერ, ვიტამინების, მაკრო და მიკროელემენტების ოპტიმალური დოზა. ინიშნება სიმპტომური პრეპარატები (ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი და ა.შ. ), საჭიროა დიეტის შერჩევა.

პრედმენსტრუალური სინდრომის დროს სასარგებლოა ნახშირწყლოვანი დიეტა: ხორბლის ფაფა, ბოსტნეული, განსაკუთრებით კარტოფილი, ხილი, მაკარონი. რაციონიდან ამოდის შაქარი, კოფეინი, ალკოჰოლი, ხელოვნური დამატკბობლები. სასარგებლოა: ჩაი ლიმონით, პიტნით, ბარამბოთი, გვირილით, დაატკბეთ თაფლით. მენსტრუაციის დაწყებამდე 10 დღით ადრე უნდა დაიწყონ კატაბალახას ნაყენის მიღება. 1 ჩ/კ კატაბალახას ძირებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წთ. გაწურეთ. ნაყენი მიიღება თბილი 1/2 ჭ დილით უზმოზე, სადილამდე 30 წთ - ით ადრე და დაძინების წინ. 1 კვირის განმავლობაში. კრიტიკულ დღეებში ორგანიზმში ხდება წყლის შეკავება, ამიტომ ჩაის დაუმატეთ 1 - 2 ჩ/კ წითელი მოცვის ფოთოლი, რომელიც ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას შეუწყობს ხელს და შესაბამისად შეშუპება იქნება ნაკლები.
სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი