საშუალებები, რომლებიც თავიდან აგაცილებთ წინამესტრუალურ სინდრომს

საშუალებები, რომლებიც თავიდან აგაცილებთ წინამესტრუალურ სინდრომს
პრედმენსტრუალური სინდრომი არის მენსტრუაციის წინა პერიოდში ემოციური და ფიზიოლოგიური დისკომფორტის მდგომარეობა. მისი ძირითადი სიმპტომები ჩნდება მენსტრუაციის დაწყებამდე 5-10 დღით ადრე. 10 ქალიდან 8 -ს აწუხებს პრედმენსტრუაციული სინდრომი. განსაკუთრებით ქალებს რომლებსაც აქვთ არამდგრადი ფსიქიკა, ისტერიისკენ მიდრეკილება. ექიმები ითვლიან 150 - ზე მეტ სიმპტომს, რომელიც ახასიათებს პრედმენსტრუალურ სინდრომს.

ყველაზე მეტად გავრცელებულია:
  • სისუსტე, მომატებული დაღლადობა, დაბნეულობა.
  • უძილობა, ან მომატებული ძილიანობა.
  • ხმაურის მწვავედ აღქმა.
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, გაღიზიანება, ფხუკიანობა, ცრემლიანობა, კონფლიქტურობა, მოულოდნელი ბრაზის ამოფრქვევა,
  • ცუდი გუნება - განწყობილება, გადაუწყვეტელობა და სხვა მრავალი.

წინამენსტრუალური სინდრომის თავიდან ასაცილებელი საშუალებები:
  • წინამესტრუალური სინდრომის დროს დალიეთ მაგარი მწვანე ჩაი პიტნის, ბარამბოს, თავშავას დამატებით.

  • 2 ჩ/კ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 15 წთ, გაწურეთ. მიიღეთ 0,5 ჩ/ჭ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე, შაქართან, ან თაფლთან ერთად.

  • 1 ს/კ ღიღილოს ყვავილს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ/ჭ 3 - 4- ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • ყოველ საათში ერთხელ დალიეთ გვირილას ყვავილის თბილი ჩაი, ან 3 - 4 - ჯერ დღეში მიიღეთ 30 წვეთი კატაბალახას ფესვის სპირტზე ნაყენი.

სტატიის ავტორი: მამა დავითი ( გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი