ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ნიშნები და სიმპტომები
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არის აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი საშინლად დაღლილად გრძნობს თავს. მისი გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის, სიმპტომები კი დასვენების შემდეგაც არ ქრება.

გამომწვევი მიზეზები
ექიმების ვარაუდით, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზი შეიძლება იყოს გადატანილი ვირუსული დაავადება ან ძლიერი ფიზიკური თუ ემოციური ტრავმა.

სიმპტომები
  • შენელებული მოქმედება.
  • გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, რომელსაც არ შველის დასვენება.
  • ემოციური მგრძნობიარობა, ასევე მაღალი მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ.
  • კონცენტრაციის გაძნელება.
  • მოკლევადიანი მახსოვრობის სირთულეები.
  • არარეგულარული ტკივილი სახსრებში.
  • ყელის, ხორხის ტკივილი.
  • თავის ტკივილები.

მკურნალობა
ვინაიდან ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზები უცნობია, არ არსებობს მისგან განკურნების ზუსტი რეცეპტიც. თუმცა მისი ცალკეული სიმპტომების მკურნალობა შესაძლებელია. ეს შეიძლება იყოს:
  1. ანტიდეპრესანტები: ეფექტურია დეპრესიის სამკურნალოდ, რომელიც ხშირად თან სდევს ამ სინდრომს.
  2. საძილე აბები: ექიმმა შეიძლება საძილე აბები გამოგიწეროთ, რომ სათანადო დროით შეძლოთ გამოძინება.
  3. თერაპია: ოპტიმალურ საშუალებად მიიჩნევა მსუბუქი ტანვარჯიშისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციის კომბინაცია.