თუ მენსტრუაციის დროს აუტანელი ტკივილები გაქვთ. ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!
მენსტრუაციული ციკლის დაწყება ჩემთვის სატანჯველადაა ქცეული - მაქვს აუტანელი ტკივილები. ანალგინი არაფერს მშველის. ზოგჯერ ნემსის გაკეთებაც კი მჭირდება ხოლმე. როგორ მოვიქცე?
ექიმის კომენტარი:
ძლიერი ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს გადახრა, ენდომეტროზი. ენდომეტროზის ძირითადი სიმპტომებია მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგ - ენდოკრინოლოგს. ექიმი ჩაგიტარებთ ჰორმონულ გამოკვლევას და დაგინიშნავთ საჭირო მკურნალობას.
რაც შეეხება ტკივილს, არსებობს მთელი რიგი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებისა ( როგორებიცაა ვოტარენი, ინდომეტაცინი ), რომელთა მიღება უნდა დაიწყოთ მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე. თუმცა, უპირველესად, უნდა დარწმუნდეთ, რომ ტკივილი რაიმე სერიოზულ დაავადებასთან არ არის დაკავშირებული.
ბუნებრივი საშუალებებიდან კი მტკივნეული მენსტრუაციის დროს მეტად ეფექტიანია ჟოლოს მურაბიანი ჩაის სმა მენსტრუაციამდე 2 - 3 დღით ადრე და პირველ დღეს. ჟოლოში შემავალი აცეტილსალიცილის მჟავა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელია და თან ამცირებს სისხლის სიბლანტეს, რაც მენსტრუაციულ სისხლდენას აიოლებს და ხსნის ტკივილს. ჟოლოს ჭარბად მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც ჭარბი სისხლდენა აქვს.