რომელი ნიშნებია რაქიტისათვის დამახასიათებელი და როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებას ხალხური მეთოდებით.
დაავადება აზიანებს მხოლოდ ბავშვებს, ძირითადად ორნახევარი წლის ასაკამდე. დაავადების მიზეზს წარმოადგენს მოზარდი ბავშვის ორგანიზმში მინერალური ნივთიერებების და განსაკუთრებით ვიტამინ D - ს ნაკლებობა ( ირღვევა ფოსფატურ - კალციუმის ცვლა ), ასევე ულტრაიისფერი ( მზის ) სხივების უკმარისობა. ვიტამინ D აუცილებელია ძვლოვან ქსოვილში კალციუმის მარილების დაგროვებისათვის, რაც ძლიერ მნიშვნელოვანია ძვლების ზრდისა და განვითარებისათვის.
რაქიტით დაავადებულ ბავშვს მანამდ, სანამ ძვლოვან - მამოძრავებელ აპარატში გამოუვლინდება ცვლილებები, აღენიშნება მომატებული ოფლიანობა, ცუდი მადა, მტირალა, აგზნებადი, კანი ფერმკრთალია, უდიდდება მუცელი. ოფლიანობისგან ბავშვს ექავება თავი და საწოლში წოლისას მუდმივად ატრიალებ ს თავს, რის შედეგადაც კეფაზე თმები თანდათან სცვივა, ვითარდება სიმელოტე - რაქიტის დამახასიათებელი ნიშანი.
განასხვავებენ რაქიტის სამ ხარისხს:
I ხარისხი ( მსუბუქი ) - დამახასიათებელია ნერვული და კუნთოვანი სისტემების მხრივ მცირე ცვლილებები; ნარჩენ მოვლენებს არ იძლევა.
II ხარისხი ( საშუალო სიმძიმის ) - აღინიშნება გამოხატული ცვლილებები კუნთოვან, ძვლოვან, სისხლის წარმომქმნელ, ნერვულ სისტემებში. ზომიერადაა დარღვეული შინაგან ორგანოთა ფუნქციები, მცირედ დიდდება ღვიძლის, ელენთის ზომები, ვითარდება ანემია.
III ხარისხი ( მძიმე ) - მკვეთრად გამოხატულია ცვლილებები ძვლოვანი, კუნთოვანი, ცენტრალური ნერვული სისტემების, შინაგანი ორგანოების მხრივ.
რაქიტის პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის მიერ დანიშნულ სწორ კვებას. დროულად დაწყებული მკურნალობითა და ბავშვის ცხოვრების პირობების შეცვლით რაქიტი გაივლის. პროფილაქტიკის მიზნით სამი კვირის ასაკში ბავშვს უნიშნავენ ვიტამინ D -ს შესაბამის დოზებში. ვიტამინი D- ს, ხილისა და ბოსტნეულის ყოლვედღიური მიღების გარდა, მნიშვნელოვან პროფილაქტიკრ საშუალებას წარმოადგენს მზის სხივები. ვიტამინი D გამომუშავდება ბუნებრივ პირობებში მზის სხივების მოქმედების შედეგად და ასევე კვარცის ნათურის ( აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით ) მეშვეობით. ვიტამინ D - ს კარგ წყაროს წარმოადგენს ღვიძლი და თევზის ქონი, მცირე რაოდენობით მას შეიცავს კარაქი, კვერცხის გული, ნატურალური რძე. მასაჟი და სამკურნალო ვარჯიშები გამოიყენება დაავადების ნებისმიერ პერიოდში, მწვავე პერიოდის გარდა. კარგია ავადმყოფი ბავშვის გაყვანა სოფელში მთელი ზაფხული, სუფთა ჰაერზე და თხის რძით იქ მისი კვება.
სამკურნალო რეცეპტები:

- ერთი თვის განმავლობაში, 2- ჯერ დღეში მიეცით ბავშვს თევზის ქონი ( ბავშვებს, 30 დღის ასაკში - 3 - 5 წვეთი, თანდათანობით გაზარდეთ დოზა და 6 თვისათვის მიეცით 1/4 ჩ/კ , 3 - 6 წლის ასაკში - თითო დესერტის კოვზი, 7 წლიდან კი თითო ს/კ ). 2 კვირის შემდეგ გაიმეორეთ კურსი.
- თუ ბავშვი უკვე ჭამს დამოუკიდებლად, ყოველდღე დაალევინეთ მას პასტერიზებული რძე ( უმჯობესია თხის ), მიეცით კვერცხის გული, გახეხილი ღვიძლი, 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს - ზღვის თევზი (უმჯობესია თინუსი ან ორაგული ).
- ერთი თვის განმავლობაში, 3 - ჯერ დღეში მიეცით ბავშვს ორკბილას ( " ჩერედას" ) ნაყენი ან ნახარში: დაასხით 2 ჭიქა მდუღარე 2 ს/კ ორკბილას დაჭრილ, ნედლ ბალახს, დააყენეთ ღამით, გაწურეთ ( ან დაასხით 1 ჭიქა მდუღარე 1 ს/კ გამხმარ ბალახს, დადგით 10 წუთი ნელ ცეცხლზე, გააცივეთ, გაწურეთ ). 5 წლამდე ასაკის ბავშვებს მიეცით თითო ჩაის კოვზი ნაყენი, 5 წლის ზემოთ - თითო დესერტის კოვზი.
- გაუკეთეთ თავშავას ნახარშის აბაზანები: 100 გრამი ბალახი ერთ სათლ ( ვედრო ) წყალზე. პარალელურად მიეცით წყლის იელის ნახარში დასალევად: 1 ს/კ ბალახი 1 ჭიქა მდუღარეზე დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. დაალევინეთ 1 ს/კ - ით 3 - ჯერ დღეში.
- პირველივე დღეებინდანვე მუდმივად აბანავეთ ბავშვი შვრიით გატენილ ლეიბზე, როცა მოიზრდება, მაშინ კი პლიაჟზე, ცხელ ქვიშაში დაგროვილ მარილიან წყალში.
- 200 გრ კულმუხოს ძირები შეურიეთ იგივე რაოდენობის ოროვანდის ძირებს, დაასხით ამ ნარევს 10 მლ მდუღარე, დადგით ნელ ცეცხლზე 15 წუთი, დააყენეთ 1,5 საათი გაწურეთ. გამოიყენეთ აბაზანისათვის.
- შუერიეთ ერთმანეთს 400 გრ ორკბილა და 100 გრ ფარსმანდუკის ყვავილი, და დაასხით 10 მლ მდუღარე, დადგით ნელ ცეცხლზე 5 წუთი, შემდეგ დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. გამოიყენეთ აბაზანისათვის.
- შეურიეთ 150 - 150 გრამი კოთხუჯის და ჭინჭრის ძირები, დაასხით 10 ლ მდუღარე, დადგით ნელ ცეცხლზე 10 წუთი, დააყენეთ 50 წუთი და შემდეგ გაწურეთ. გამოიყენეთ აბაზანისათვის.
- თბილი აბაზანები გაუკეთეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე, დღეგამოშვებით დაუმატეთ წყალს ნებისმიერი, ზემოთ ნაჩვენები ბალახების ნაყენი.