ნიკრისის ქარზე ლეღვის ფოთოლი დავიფინე, ჩემდა გასაოცრად ორივე კვანძი მალევე გამიქრა.
რამდენიმე წელია, მაწუხებს ნიკრისის ქარი - ორივე ფეხის ცერათითის სახსრებთან მქონდა გამონაზარდები. ერთხელ მიწას ვამუშავებდი, ფეხზე რეზინის ფეხსაცმელი მეცვა. სიცხეში ფეხზე მომიჭირა და პოდაგრული კვანძები ამტკივდა. ინსტიქტურად ლეღვის ხიდან ფოთოლი მოვწყვიტე და მარჯვენა ფეხის ცერა თითზე დავიფინე, რომ მტკივანი ადგილი ფეხსაცმლისაგან დამეცვა. ასე ვიყავი გვიანობამდე.
ღამით შევნიშნე, რომ კვანძი საგრძნობლად შემცირებულიყო. მეორე დღეს ისევ დავიფინე ლეღვის ფოთოლი და ამჯერად ორივე ფეხზე. ასე გავიმეორე რამდენჯერმე და, ჩემდა გასაოცრად, ორივე კვანძი გამიქრა.
ჩემი გამოცდილება მეზობელს გავუზიარე და მანაც უკეთესობა იგრძნო. მინდა, თქვენც იცოდეთ ამ ფაქტის შესახებ, იქნებ სხვებსაც წამლად ექცეს ჩემი რეცეპტი.
ექიმის კომენტარი:
ლეღვი ფიტოთერაპიაში გამოიყენება გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ვენური უკმარისობის, თრომბოზების და ანემიების დროს. ძირითადად, ხმარობენ მის ნაყოფს.
აღსანიშნავია მისი შარდმდენი და ოფლმდენი თვისებები.
ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში ლეღვის ნაყოფი ხველის სამკურნალო და კუჭ - ნაწლავის მოქმედების გასაუმჯობესებელ საშუალებაც მოიხსენიება.
ლეღვის ფოთოლი კი გამოიყენება კანის დაავადებების, ე.წ. გველის ჭირის ( კეთრის ) დროს.
რაც შეეხება ნიკრისის ქარის დროს ლეღვის ფოთლის გამოყენებას, მსგავსი რეცეპტი ჩვენთვის დღემდე უცნობია.