გახანგრძლივებული ძლიერი ხველა ამ უბრალო საშუალებით მოვირჩინე

გახანგრძლივებული ძლიერი ხველა ამ უბრალო საშუალებით მოვირჩინე
გრიპის ან ფილტვების ანთების გადატანის შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გვრჩება ხოლმე ძლიერი ხველა. ჩემთვის ცნობილია ხალხური რეცეპტი, რომელიც ძალზე ეფექტურია.

მკურნალობა:
ჩააგდეთ ორი ლეღვის ჩირი ერთ ჭიქა რძეში და ადუღეთ. დალიეთ ორჯერ დღეში, წამის შემდეგ თითო ჭიქა, ცხელი შეუსვენებლივ.

გახანგრძლივებული ძლიერი ხველა ამ უბრალო საშუალებით მოვირჩინე

ექიმის კომენტარი:
ლეღვი მსოფლიოში ერთ - ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფოთლები და ნაყოფი. ფოთლებში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს კანის პიგმენტაციის აღდგენას ვიტილიგოს (კანის თეთრი ლაქები) დროს, აგრეთვე, დადებითად მოქმედებს კანის ბუდობრივი გამელოტებისას. ლეღვის ნაყოფსაც აქვს სამკურნალო მოქმედება. იგი გამოიყენება როგორც მსუბუქი საფაღარათო, შარდმდენი და ამოსახველებელი საშუალება.
ლეღვი მდიდარია კალიუმით და ამიტომ სასარგებლოა გულ - სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. მისი ნაყოფი ცოცხალი სახით სასარგებლოა ანემიების (სისხლნაკლებობის დროს ). ლეღვი შეიცავს B და C ვიტამინებს. ნაყოფი მდიდარია უჯრედისით და შაქრით, ამიტომ არ შეიძლება მისი მიღება კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი დაავადებების დროს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი