ამ 6 ეფექტური გაწელვით თქვენ ფეხის არეში ტკივილს მოიხსნით სულ რამოდენიმე წუთში!

ამ 6 ეფექტური გაწელვით თქვენ ფეხის არეში ტკივილს მოიხსნით სულ რამოდენიმე წუთში!
ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ძვლები ორგანიზმის შიგნით ერთმანეთს უკავშირდება, ამგვარად ერთი არის ტკივილი შესაძლოა მეორე არესაც გადაეცემოდეს. მაგალითად ტერფის ტკივილი შესაძლოა ფეხის ტკივილის მიზეზი გახდეს. არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც ჩვენ შესაძლოა ფეხის არეში ტკივილს ვგრძნობდეთ.ბურსიტი, წყლული, ჯინჭრიფოთოლა, ართრიტი,ჩაბრუნებული ფრჩხილი - ყოველივე ეს დისკომფორტს იწვევს.

fpaparazzi-ს რედაქციის მიერ მომზადებულ სტატიაში თქვენ გაეცნობით გაწელვების 6 მეთოდს, რომლებიც დაგეხმარებიან ფეხის ტკივილის მოხსნაში. მაშ, ასე მოდით განვიხილოთ თითოეული მათგან უფრო დეტალურად.
  • ფეხის თითების აწევა ქუსლებზე დაყრდნობით.
    ფეხზე დგომისას, დაიწყეთ ფეხის თითების აწევა, დაეყრდენით ქუსლებს. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 5 ჯერ ორივე ფეხზე.
  • ფეხის თითების აწევა ტერფებზე დაყრდნობით.
    ფეხზე დგომისას აწიეთ ფეხის თითები ზემოთ, დაეყრდენით ტერფებს. გაიმეორეთ ეს ვაჯიშები 5 ჯერ ორივე ფეხისათვის.
  • ხელების და ფეხების თითები.
    მჯდომიარე მდგომარეობაში, ფეხები გაშალეთ წინ, თითები მაღლა. შემდეგ კი დაიხარეთ წინ ხოლო თითები ნელა დაწიეთ დაბლა.
  • ჩოგბურთის ბურთი
    თქვენ უნდა დადგეთ ჩოგბურთის ბურთზე და აგორაოთ ის ფეხს ქვემოთ, ამ დროს ბურთს უნდა ეყრდნობოდეთ. გაიმეორეთ იგივე ვარჯიშ მეორე ფეხზეც.
  • ფეხის, ცერა თითების გაწელვა.
    თქვენ უნდა დაჯდეთ იატაკზე და ფეხები მუხლებში მოხაროთ ისე, რომ ტერფები ერთმანეთს უყურებდენ.
    შემოხვიეთ ფეხის ცერა თითებს ხელის თითები და გადახარეთ ის წინ და უკან 10-15 წამის განმავლობაში.
  • დაყრდნობა ტერფის შდა ნაწილზე.
    ფეხზე დგომის მდგომარეობაში, დაეყრდენით ტერფის შიდა მხარეს. გაიმეორეთ ეს ვარჯიში თითოეულ ფეხზე 10 ჯერ.


დამატებითი რჩევები:
  1. გამოიყენეთ მხოლოდ კომფორტული ფეხსაცმელი. მოსახერხებელი ფეხსაცმელი - შეიძლება ყოველთვის მოდური ან მაღალქუსლიანი არ იყოს, მაგრამ თავარია თითები თავისუფლად გქონდეთ. ისინი არ უნდა შევიწროვდენ.

  2. მეტი იარეთ ფეხშიშველა. ეს ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.

  3. მიმართეთ სპეციალისტს. თუკი თქვენ ფეხების მუდმივი ტკივილით იტანჯებით. შესაძლოა თქვენ სპეციალური ორთოპედიული ღაბაშები გესაჭიროებოდეთ, რომელიც აუცილებლად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას.