არის თუ არა ნიკრისის ქარი და ბრტყელტერფიანობა მემკვიდრული დაავადება.
დიდი ხანია მაწუხებს ფეხის დეფორმაციით გამოწვეული პრობლემები. მე - 8 კლასში ვიყავი, როდესაც მარცხენა ფეხის ცერა თითის გვერდით ამტკივდა და ორ დღეში მარჯვენა ფეხზეც გამომივიდა. უკვე 18 წლის ვარ, მაგრამ იგი არა და არ ქრება, რის გამოც ფეხსაცმლის ყიდვა სადავიდარაბოდ მექცა. გამუდმებით დისკომფორტს განვიცდი.
გთხოვთ მითხრათ, რა დაავადებაა ეს და როგორ უნდა ვიმკურნალო? მეუბნებიან, ეს პოდაგრაა და იგი მემკვიდრული დაავადებააო.
ექიმის კომენტარი:
თქვენი ნაამბობის მიხედვით, გაქვთ ფეხის პირველი თითების ფალანგთა შორისი სახსრების ანთება ( პოდაგრის დიაგნოზის დასადგენად საჭიროა სათანადო გამოკვლევების ჩატარება ).
თქვენს შემთხვევაში, ცერის ფალანგთაშორისი ართრიტი ( სახსრის ანთება) გამოწვეული უნდა იყოს ბრტყელტერფიანობით. ბევრმა არ იცის, რა არის ბრტყელტერფიანობა: ტერფის ძირზე გადაჭიმულია იოგები. ერთი სიგრძივი იოგი (თითებიდან - ქუსლამდე ) და მეორე, განივი ( თითების ქვეშ). ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ სიგრძივი იოგის გასწორებას გულისხმობს ბრტყელტერფიანობა, მაგრამ ეს უკვე შორს წასული შემთხვევაა. დასაწყისში კი ხდება განივი იოგის მოდუნება, რის გამოც ტერფის ძვლები თითქმის მთლიანად ეყრდნობა მიწას. თითები მოშვებულია, ზოგჯერ ნეკა თითი მე - 4 თითზე გადმოდის. მაგრამ ყველაზე მეტად ბრტყელტერფიანობაზე რეაგირებს ცერა თითის სახსარი. მისი ცვლილების მექანიზმი შეიძლება აღიწეროს, როგორც თანდათანობით განვითარებადი ქვეამოვარდნილობა, რომელსაც თან ახლავს სახსრის ანთება - ართრიტი. ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქვეამოვარდნილობა არ დასრულდება. მეცნიერულად ამ ცვლილებას ვალგუსურ დეფორმაციას უწოდებენ.
ბრტყელტერფიანობა არ არის მემკვიდრული დაავადება. იგი დაკავშირებულია იმასთან, რომ თქვენ სიარულის დროს არასწორად დგამთ ტერფს და არ აკეთებთ იოგების გამამაგრებელ ვარჯიშებს.
მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მკურნალობის კურსი მოიცავს ანთების საწინააღმდეგო თერაპიას, ფიზიოთერაპიას, ტერფის განტვირთვას ( ინდივიდუალურ მაკორეგირებელ სუპინატორებს ), იოგების გამამაგრებელ ვარჯიშებს. თვითმკურნალობა უშედეგოა. პაციენტი მხოლოდ კარგავს დროს და ექიმთან მიდის დაგვიანებით, როცა უკვე რადიკალური ღონისძიებების მიღებაა საჭირო. ამიტომ გირჩევთ, დროულად მიაკითხოთ ექიმ - ორთოპედს.