აი, ამ უებარი რეცეპტებით განვიკურნე ნიკრისის ქარისგან. ისინი თქვენც წამლად გექცევათ
რამდენიმე წლის წინ ნიკრისის ქარმა შემომიტია და ჩემი ცხოვრება სხვა რელსებზე გადაიყვანა, სადაც მხოლოდ წამლები, დიეტა და ტკივილისგან გათანგული სახეებია. თავი მუდამ ძლირ პიროვნებად მიმაჩნდა, ამ სატკივარს კი დიდხანს ვერაფერი მოვუხერხე. ექიმების მიერ დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად მკურნალობის საკუთარ გზებსაც ვეძებდი. ძიება წლობით გაგრძელდა და ბოლოს ხალხურ მედიცინამდე მიმიყვანა. ვიპოვე რამდენიმე უებარი საშუალება და სიცოცხლეც სიცოცხლეს დაემსგავსა, კაცი ფეხზე წამოვდექი და შვილებსა და შვილიშვილებს მხარში ამოვუდექი. მინდა, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ, იქნებ ჩემი რეცეპტები ვინმე ჩემსავით გაჭირვებულს წამლად დაედოს. თავს ბედნიერად ჩავთვლი, რომ თუნდაც ერთ ადამიანს დახმარების ხელი გავუწოდე.
- წვრილად დაჭერით 1 კონა ნიახური, დაასხით 300 - 400 გრამი ცივი წყალი და დალიეთ უზმოზე. ასე ყოველ დილით 7 დღის განმავლობაში. ეს ნაყენი ორგანიზმს აახალგაზრდავებს კიდეც.
- ძილის წინ მტკივან ადგილზე დაიდეთ ახალგაჭრილი ბოლოკი, გადაიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ.
- გადაადნეთ ახალი უმარილო კარაქი, მოხადეთ ქაფი და დაამატეთ იმავე რაოდენობის ღვინის სპირტი. შემდეგ ამ ნარევს ლითონის ჭურჭელში წაუკიდეთ ცეცხლი და აცადეთ, რომ სპირტი დაიწვას. დარჩენილი მასა შეიზილეთ მტკივან ადგილას. სასურველია, ამ დროს სითბოში იჯდეთ.
- 10 ცალი დაფნის ფოთოლი 5 წუთის განმავლობაში ხარშეთ 300 მლ წყალში, შემდეგ შეფუთეთ და 3 საათით დააყენეთ. სვით ყლუპ - ყლუპად მთელი დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი გაგივლით.