ტერფმრუდობის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ჩასატარებელი სამკურნალო პროცედურები
თანამედროვე ბავშვები ვითარდებიან ფანტასტიური სიჩქრით - ადრე იწყებენ ხოხვას, დგომას, სიარულს, მაგრამ მათი ფეხები ჯერ კიდევ არაა მზად იმისათვის, რომ გაუძლონ სხეულის წონას: ზედემეტი დატვირთვით მკვეთრად იზრდება კუნთებისა და იოგების ტონუსი, მრუდდება ტერფის თაღი და შემდეგ ვითარდება "ბაჯბაჯა" სიარული. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა პატარას მოვლის განსაკუთრებული წესების დაცვა და ტერფმრუდობის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე სპეციალური სამკურნალო პროცედურების ჩატარება. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ბავშვი სიარულის დროს აბრუნებს ტერფებს შიგნით, ფეხს დგამს არა მთლიანად ფეხისგულით, არამედ მისი გარეთა მხრით, დაუყოვნებლივ შეუდექით მკურნალობას. გახსოვდეთ! - ტერფების დეფორმაცია მკურნალობის გარეშე ჩქარა ხდება შეუქცევადი.
რჩევები
რეკომენდაციები
რჩევები
- დღეში 2 - 3 ჯერ გაუკეთეთ ბავშვს ფეხის თბილი, 5 - 10 წუთიანი აბაზანები ( ბოლო აბაზანები - ძილის წინ. კარგია აბაზანაში ზღვის მარილის დამატება - 5 ლ წყალზე 2 ს/კ ).
- აბაზანის შემდეგ ენერგიულად გაუმშრალეთ ფეხები ბავშვს ხაოიანი პირსახოცით, დასვით იგი თქვენს წინ და 10 წუთის განმავლობაში დაუზილეთ ტერფები და კანჭები.
თქვენ წინ მჯდომი ბავშვის ტერფი აიღეთ ხელში და მსუბუქად გაასწორეთ იგი, გადაგაქვთ რა დიდი თითის ფუძე მაღლა და განზე.
ბავშვს ტერფი დაადგმევინეთ სწორ ზედაპირზე და დაწექით ზემოდან ერთი ხელისგულით, მეორე ხელის თითები კი შეუყავით შიგნითა მხრიდან, დიდი თითის ქვეშ და რბილი მოძრაობებით გადაზნიქეთ ტერფი ზემოთ. - ნარნარად, რბილი მოძრაობებით დაუსრისეთ და დაუზილეთ პატარას კანჭის გარეთა კუნთების ზედა ნაწილი მუხლის ქვეშ.
- დაიჭირეთ ბავშვის ქუსლი ცალი ხელით უკნიდან, მეორეთ დაუზილეთ ფეხის შიგნითა ზედაპირი გოჯის მიდამოში, შემდეგ გადაწიეთ ტერფი განზე და აზნიქეთ ზემოთ.
ყურადღება! ტვალყური ადევნეთ, რომ მასაჟის დროს ბავშვის ფეხები იყოს მოხრილი მუხლებში, რადგან გამართული ფეხების დროს შეიძლება კიდევ უფრო მეტად მოხდეს იოგების ტრავმირება.
რეკომენდაციები
- როგორც კი ბავშვს შეუსრულდება 6 - 7 თვე, უყიდეთ მაგარძირიანი ფეხსაცმელი სპეციალური სუპინატორებით და 3 - 4 - ჯერ დღეში ჩააცვით იგი, სულ მცირე, 30 წუთის განმავლობაში.
- პირველად არ დართოთ ბავშვს, ზედიზედ 30 - 40 წამზე მეტხანს, დამოუკიდებლად ფეხზე დგომის ნება. როგორც კი წამოდგება, დადეთ იატაკზე მის ახლოს სათამაშო, რათა დაიხაროს ოთხზე და გახოხდეს მისკენ.
- გაღვიძების შემდეგ გაუკეთეთ ბავშვს ფეხების მსუბუქი მასაჟი: დაუზილეთ ტერფები, ქუსლები, ფრთხილად გაუშალეთ თითები და წრიული მოძრაობებით დაუსრისეთ კანჭის კუნთები ( განსაკუთრებით ლატერალური ნაწილი, მუხლებს ქვემოთ ).