უმკურნალეთ საფენის დერმატიტს სწორად, 2 - 3 დღეში გამონაყარი უკვალოდ ქრება.
საფენების დერმატიტი ანუ "პამპერსის" გამონაყარი - ესაა ადრეული ასაკის ბავშვებში უკანა ტანის, დუნდულების, შორისის მიდამოებში კანის საფერველის გაღიზიანება. გამონაყარი ვითარდება "პამპერსის" არასწორი გამოყენების და კანის არასკმარისი მოვლის შედეგად. დაავადების ასაცილებლად საჭიროა ზოგიერთი რეკომენდაციის დაცვა:
საფენების დერმატიტი სწორი მოვლის პირობებში გაივლის 2 -3 დღეში.
- რეგულარულად, ძილის შემდეგ ან კვების წინ დატოვეთ ბავშვი შიშველი 15 - 30 წუთით, საფენებისა და "პამპერსის" გარეშე. ამ დროს ტემპერატურა ოთახში უნდა იყოს არანაკლები 21 - 33 გრადუსისა.
- თვალყური ადევნეთ თქვენი ბავშვის ჩაცმულობას. ნუ ჩაფუთავთ მას. გახსოვდეთ, რომ გადახურება ხელს უწყობს საფენების დერმატიტის განვითარებას.
- გამოიყენეთ პატარას კანის დასამუშვებლად, აბაზანის შემდეგ, სტერილური მცენარეული ზეთი ( ზეითუნის, მზესუმზირის, ვაზელინის ) ან მშრალი სახამებელი.
- საფენების დერმატიტის მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის ძირითად საშუალებას წარმოადგენს პანტენოლის ( ვიტამინ B5 ) შემცველი მალამოები და საცხები. ფართოდ გამოიყენება ტალკის და ცინკის ოქსიდის მისაფრქვევლები, კანის ძლიერი ქავილის დროს კი ანტიჰისტამინური პრეპარატები. მალამო ან საცხი უნდა წაესვას მხოლოდ სუფთა კანზე!
- ყურადღება! არ შეიძლება საცხების ( მათ შორის, კომბინირებულის ) თვითნებური გამოყენება ექიმის წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
- საცხების და მალამოების გამოყენების გარდა გაუკეთეთ პატარას სამკურნალო აბაზანები. მათი გაკეთება საჭიროა 2 - 3 - ჯერ დღეში. წყლის ტემპერატურა - 37 გრადუსი.
- დაასხით 1 ჭიქა მდუღარე 1 ს/კ გვირილის ყვავილებს, ორკბილას ან მუხის ქერქს, დააყენეთ 1 საათი. გადაასხით ნაყენი თასში და განაზავეთ წყლით სასურველ ტემპერატურამდე. პატარა წყალში გააჩერეთ 10 - 15 წუთი.
- აბაზანისთვის განკუთვნილ წყალს დაუმატეთ 1 წვეთი ლავანდის ზეთი და ჩასვით ბავშვი 10 - 15 წუთი.
საფენების დერმატიტი სწორი მოვლის პირობებში გაივლის 2 -3 დღეში.