როგორ უნდა მოიქცეთ თუ თქვენს პატარას უძილობა ან მშფოთვარე ძილი აქვს
უძილობა - ძილის არარსებობა ან მისი პროცესის მოშლაა. ის შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა დაავადებებს: ფსიქოზებს, ნევროზებს, შინაგანი ორგანოების, ენდოკრინული ჯირკვლების დაავადებებს და სხვა. უძილობა, რომელიც ხშირია მოწიფული ასაკის ადამიანებში, ბავშვებში წარმოადგენს პათოლოგიას.
უძილობა შეიძლება იყოს რამდენიმე სახის: გაძნელებული დაძინება, ზერელე, მოუსვენარი ძილი ხშირი გაღვიძებებით და ადრეული საბოლოო გაღვიძება. ძილის დარღვევას მიეკუთვნება ლუნატიზმიც, რომელიც აღინიშნება გაუწონასწორებელი ნერვული სისტემის მქონე ბავშვებში. ლუნატიზმის დროს რეკომენდებულია ბავშვის საწოლის წინ, ღამით, წყლით ძლიერ დასველებული ხალიჩის დაფენა: ბავშვი ფეხს დააბიჯებს სველ ხალიჩას და გაეღვიძება, ბავშვებში ცუდი ძილი ზოგჯერ დაკავშირებულია ღამით შარდის შეუკავებლობასთან.
რეცეპტები და რეკომენდაციები:

- ძილის წინ გაუკეთეთ ბავშვს მარილის აბაზანები: გახსენით ზღვის ან სუფრის მარილი თბილ წყალში ანგარიშით - თითო სუფრის კოვზი ერთ ვედრო წყალზე. კურსი - დღეგამოშვებით 5 აბაზანა.
- გამოხარშეთ მომინანქრებულ ჭურჭელში 1 კგ მდინარის ქვიშა. წყალი გააგილეთ და გადაავლეთ იგი ბავშვს.
- ძილის წინ აბანავეთ ბავშვი წიწვის ნაყენიან აბაზანაში.
- თუ ბავშვი ტრიალებს, ტირის, ცუდად ძინავს, ბავშვის ლეიბის ქვეშ დადეთ ვერხვის პატარა ტოტი, სასთუმალქვეშ კი დოლბანდში გახვეული ვალერიანის ძირები. ერთდროულად მიეცით სამკურნალო გვირილის ნაყენი - თითო ჩაის კოვზი 5 - 6 ჯერ დღეში ( 1 ს.კ გვირილა დააყენეთ 1 ჭიქა მდუღარეზე ღამის განმავლობაში, გაწურეთ, მიეცით თბილი სახით ). შეიძლება ბავშვს თხემისა და საფეთქლების მიდამოში დაადოთ წინასწარ ღორის ქადისა და ყაყაჩოს ზეთში არეული ყაყაჩოს კოლოფის ქერქი ან ყაყაჩოს თესლი.
- გამოკერეთ გამხმარი ბაალხები: 1 წილი დაფნა, 2 წილი გვიმრა, 3 წილი სვია. დადეთ ტომსიკა ღამით ბალიშის ქვეშ.
- მოსუვენარი ძილის დროს, რომელიც გამოწვეულია ზედმეტი ჭამისა და სითხის დიდი რაოდენობით მიღების გამო, ბავშვს უნდა მივცეთ თაფლი, საკვების ჩქარა მონელების მიზნით.