როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ღამით უნებლიე შარდვას
4 - 12 წლის ასაკის ბავშვებში ( განსაკუთრებით ბიჭებში ) საკმაოდ ხშირია ღამით შარდის შეუკავებლობა. უნებური მოშარდვა ღამის განმავლობაში შეიძლება 1 - 4 - ჯერ განვითარდეს. ბავშვები, როგორც წესი, ამას ვერ გრძნობენ და აგრძელებენ ძილს სველ ლოგინში. ღამით შარდის შეუკავებლობა შეიძლება ჩაითვალოს ოთხი წლის ასაკის დაავადებად, თუ ბავშვი თვეში ერთხელ მეტად შარდავს საწოლში. ენურეზის მიზეზები სხვადასხვაა: ნერვული მოშლილობა, მემკვიდრული განწყობა, შარდის ბუშტის დეფექტები და სხვა. დაავადების ნებისმიერ შემთხვევაში, მიზეზების გამოსავლენად, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
- ჩართეთ ბავშვი ფიზკულტურასა და სპორტში, მოაშორეთ ტელევიზორს. ეცადეთ 17 საათის შემდეგ არ მისცეთ ბავშვს სითხეები რეკომენდებული ჩაის გარდა. დაძინებამდე 30 წთ - ით ადრე მიეცით პურის ნაჭერი მარილით. ასე გააგრძელეთ 40 დღის განმავლობაში. მიაჩვიეთ ბავშვი გვერდზე წოლას ( შარდის შეუკავებლობა ხდება ზურგზე წოლის მდგომარეობაში ). შემოახვიეთ ბავშვს ძილის წინ პირსახოცი ისე, რომ მაგარი კვანძი მოექცეს ზურგისკენ. ის ხელს შეუშლის, მიიღოს ზურგზე წოლის მდებარეობა.
- უნებლიე შარდვის დროს მოამზადეთ შემდეგი ნარევი წითელი მოცვის ნაყოფი - 1 ს/კ, წითელი მოცვის ფოთოლი - 1 ს/კ, კრაზანას ბალახი - 1 ს/კ, ნარევს დაასხით 3 ჭიქა წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. დააყენეთ 1 საათი, გაწურეთ. მიეცით დასალევად ნახევარ - ნახევარი ჭიქა 5 - ჯერ დღეში.
- ორგანიზმის გასაკაჟებლად, 8 წლის და მეტი ასაკის ბავშვებმა უნდა იარონ ცივ წყალში მუხლამდე, 3 -5 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ირბინონ ოთახში ან ქუჩაში. ეს პროცედურები ჩაატარეთ ერთი კვირის განმავლობაში ( არანაკლები ), ასევე ყოველდღიურად ხელები ჩააყოფინეთ ცივ წყალში ორ - ორი წუთი. ამ პროცედურებთან ერთად სასურველია ფარსმანდუკის ნაყენის სმა - ნახევარი - ნახევარი ჭიქა დილით და საღამოს.
- ორგანიზმის გასამაგრებლად მიეცით დასალევად მოცვის გამხმარი ნაყოფის ნაყენი და კისელი.
- დაასხით 1 ჭიქა მდუღარე მრავალძარღვას 10 - 15 ცალ ფოთოლს, დააყენეთ 20 წუთი, გაწურეთ. ასვით თითო სუფრის კოვზი 3 - 4- ჯერ დღეში.