როგორ ვუმკურნალოთ ღამის ენურეზს ბავშვებში, ხალხური რეცეპტებით!
ენურეზი ( ღამით შარდის შეუკავებლობა ბავშვებში ). დაავადება ხშირად აღინიშნება ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, რომელთაც ახასიათებთ მომატებული ნერვული მგრძნობელობა. ხშირად მიზეზები შეიძლება იყოს შიში, ფსიქიკური ტრამვა ან შარდმდენი გზების ანომალური ვითარება ( ფიმოზი - როცა ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია, შარდსადინარის შევიწროება ), შარდის ბუშტის დაავადება ( ცისტიტი ), ზოგჯერ ხერხემლის წელ-გავის ნაწილის განუვითარებლობა. ამ დაავდებების წინაპირობა შესაძლოა გახლდეთ დღის არასწორი რეჟიმი, არარაციონალური კვება, ენდოკრინული დარღვევები და სხვა.
უნებლიე შარდშეუკავებლობა ხდება დაძინებიდან 3-4 სთ-ის შემდეგ, ზოგჯერ მეორდება ღამით ბავშვის ღრმა ძილის დროს.
ყოველ ღამეს, დაძინებიდან 2-3 სთ-ის შემდეგ, ზოგიერთი ექიმის რეკომენდაციით ბავშვი უნდა გამოაღვიძოთ, რათა გამოიმუშავოს პირობითი რეფლექსი - ადგომისა და საშარდე ბუშტის დაცლის აუცილებლობაზე. დღის მეორე ნახევარში ბავშვს უზღუდავენ სითხის მიღებას, საღამოს 6-7 სთ-ზე უმჯობესია მას მიეცეს მშრალი ვახშამი.
გთავაზობთ ხალხურ სამკურნალო საშუალებებს ღამის ენურეზის დროს
მრავალძარღვა. 1 ს/კ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ შეფუთნილი 1 სთ, გაწურეთ. ასვით თითო ს/კ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წთ-ით ადრე, ღამით შარდშეუკავებლობისას და თირკმლების დაავადების დროს.
სალბი სამკურნალო. 2 ჩ/კ ფოთლებს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ შეფუთნილი, გაწურეთ. ასვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა თბილი სახით 3-4-ჯერ დღეში.
ნაკრები
შეურიეთ ერთმანეთში მინდვრის შვიტასა და კრაზანას ბალახების თანაბარი ნაწილები. 2 ს/კ ამ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ქაფქაფა წყალი. დააყენეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ. გააცივეთ, გაწურეთ. ასვით ჭიქის მეოთხედი 4-ჯერ დღეში.
რჩევები
საღამოს, ძილის წინ 1-2 სთ-ით ადრე, ბავშვს მიეცით ქაშაყის ან დამარილებული თევზის ნაჭერი პურით. მარილიანის მიღება ძილის წინ ბავშვს დაიცავს ღამის უნებლიე შარდდინებისაგან.

- თითო ჩ/კ ახალი დამბალი ან გახმარი წითელი მოცვის ნაყოფი, მისი ფოთლები და კრაზანას ბალახი აურიეთ ერთმანეთში, დაასხით ნახევარი ლიტტარ წყალი; შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წთ, შემდეგ დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ. ბავშვს ასვით ჭიქის მესამედი ნახარში 5-ჯერ დღეში. თავდაპირველად ასეთი სასმელით მას შესაძლოა შარდვა გაუხშირდეს, მაგრამ თანდათანობით შეძლებს თავის გაკონტროლებას და ღამის ქოთანს დროულად მოითხოვს.
- მოზრდილთათვის, რასაკვირველია, ეს რეცეპტი სხვანაირი პროპორციით მზადდება - უნდა ავიღოთ ყველა კომპონენტი ს/კ-ით და ვსვათ არა ჭიქის მესამედი არამედ ნახევარი.