ბლეფარიტისა და ზოგადად თვალის ანთების განკურნების ხალხური საშუალებები!
ბლეფარიტი უწინარეს ყოვლისა უნდა გავხსოვდეს, რომ არასოდეს არ შეიძლება თვალი ვისრისოთ ხელით, როცა ის ანთებით პროცესშია. ყოველთვის საჭიროა, თვალი მოვიწმინდოთ სუფთა ცხვირსახოცით.
თვალების ანთება თუ მძაფრია, გაწითლებული და წვას გრძნობთ, სასარგებლო იქნება მასზე დაიდოთ სუფთა ქსოვილის ნაჭერზე დაფენილი გახეხილი ერთი ცალი უმი კარტოფილი, ვაშლი ან ახალი კიტრი. კისერზე კეფის ქვემოთ უნდა დაიდოთ ძალზე ცხელი სველი ქსოვილი.
ბლეფარიტი ორი სახეობის არსებობს. უბრალო - ქერცლოვანი აზიანებს უფრო ხშირად სისხლნაკლულ პატარა ბავშვებს: ქუთუთოების კიდეები მათ უსქელდებათ და იფარება მოყვითალო ქერქებით, უმთავრესად წამწამების ძირში. ამ ქერქებს ფრთხილად აშორებენ, ხოლო ქუთუთოების ბოლოებს უსვამენ ნუშის ზეთს. მეორე სახეობა - წყლულოვანი ბლეფარიტი თმიანი ბოლქვების ანთებაა; წამწამების ძირში წარმოიქმნება ჩირქოვანი წყლულები, ყვითელი ქერქები. წამწამები ფრთხილად უნდა დაალბოთ ბორის მჟავას სუსტი ხსნარით და გააშროთ. დაავადებას სამკურნალოდ საჭიროა მიმართოთ ექიმს.
ბლეფარიტისა და ზოგადად თვალის ანთების განკურნების ხალხური საშუალებები.
ტუხტი სამკურნალო. დაასხით 6 გრ ფესვების ფხვნილს 1 ჭიქა ცივი წყალი, დააყენეთ 8 - 10 სთ. გამოიყენეთ თვალის გამოსარეცხად ქუთუთოების ანთებისას.
ბორის მჟავა. თუ თვალში ჩირქი გაგიჩნდათ, უნდა გამოიბანოთ ბორის მჟავას ნაყენით, ხოლო ღამით დაიდოთ ხელსახოცზე წასმული ახალი ხაჭო.
რძე. ძროხის ახალი რძით გაჟღენთილ ქსოვილის ნაჭერს იდებენ თვალის ანთების მოსარჩენად.
მრავალძარღვა. შუშის ჭურჭელში ჩაყარეთ 2 ჩ/კ ( 10 გრ ) დანაყილი თესლი, დაასხით 2 ჩ/კ ცივი წყალი, შეანჯღრიეთ, დაამატეთ 6 ს/კ ( 90 მლ ) მდუღარე წყალი . კვლავ შეანჯღრიეთ, ვიდრე არ გაგრილდება, გაწურეთ.
გამოიყენება სველი საფენებისათვის თვალის ლორწოვანი გარსის ანთებისას.
გვირილა სამკურნალო. ბალახისა და ყვავილედის 2 ან 3 ს/კ დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წუალი; დააყენეთ 1 სთ კარგად დახურულ ჭურჭელში და გაწურეთ.
გამოიყენეთ თვალის გამოსაბანად.
ცვარი. ვარდებისაგან შეგროვილ ცვარნამს თვლიდნენ საუკეთესო საშუალებად თვალის ანთების საწინააღმდეგოდ.
კამა. დაქუცმაცებული ბალახის ან თესლის 1 ს/კ დავასხათ 1,5 ჭიქა ადუღებული წყალი. გამოიყენება სველი საფენებისათვის თვალის დაავადებისას.