კონიუნქტივიტის სამკურნალოდ რეკომენდებული ხალხური მეთოდი

კონიუნქტივიტის  სამკურნალოდ რეკომენდებული ხალხური მეთოდი
კონიუნქტივიტი - ძალზე გავრცელებული თვალის დაავდებას წარმოადგენს, რომელიც ქუთუთოების ლორწოვანი გარსისა და თვალის კაკლის ანთებითი პროცესია. ხასიათდება სინათლის შიშით, თვალში წვისა და სიმძიმის შეგრძნებებით. დილაობით წამწამები წებდება ლორწოვანი გამონადენებით. დაავადება უმთავრესად გამოწვეულია ინფექციით ან მავნე ფიზიკური და ქიმიური ზემოქმედების შედეგად. ( მტვერი, კვამლი, ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება ). განასხვავებენ კონიუნქტივიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს.
მკურნალობა გამოიხატება ექიმის მიერ დანიშნული დეზინფიცირებული გამობანვისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებით. პროფილაქტიკა მდგომარეობს ჰიგიენის დაცვაში.

კონიუნქტივიტის მკურნალობა:

ტუხტი სამკურნალო.
  • დაქუცმაცებული ფესვის 3-4 ს/კ - 1 ჭიქა ცივ წყალზე, დააყენეთ 8 სთ. გამოიყენეთ კომპრესებისათვის.

  • 2 ს/კ ფოთლებსა და ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. იხმარება სველსაფენებისთვის.

კორდისკბილა სამკურნალო. 3 ჩ/კ დაქუცმაცებულ ნედლეულს დავასხათ 2 ჭიქა ანადუღარი წყალი; ვადუღოთ 5 წთ, დავაყენოთ 15 წთ და გავწუროთ. ნახარში გამოვიყენოთ თვალის თბილი აბაზანეისთვის ბლეფარიტისა და კონიუნქტივიტის დროს.

ნაკრებები

  • რუსული ღიღილოს ყვავილები, დიდგულას ყვავილები - თანაბრად. 3 ჩ/კ ნარევი დააყენეთ 20 -30 წთ 1 ჭიქა მდუღარე წყალზე თბილ ადგილას; გაწურეთ და გაფილტრეთ ბამბაში. ნაყენს დაუმატეთ 20 წვეთი ლემას სპირტიანი ნაყენი ( 1: 10 ) გამოიბანეთ თვალები კონიუნქტივიტის დროს.

  • რუსული ღიღილოს ყვავილები, ჩვეულებრივი სელიჭას ბალახი, დიდგულას ყვავილები - ყველაფერი თანაბრად. აუღეთ 15 გრ ნარევი, დააყენეთ 8 სთ 2 ჭიქა ადუღებულ წყალში, გაწურეთ. გამოიყენეთ გამოსარეცხად, თვალში ჩასაწვეთებლად, და აგრეთვე კომპრესებისათვის კონიუნქტივიტის დროს.

  • კონიუნქტივიტის სამკურნალოდ 2 ჩ/კ ასკილის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, მოშუშეთ ნელ ცეცხლზე 5 წთ და დააყენეთ ნახევარი სთ-ით, კარგად გაფილტრეთ. ამ ნახარშით დაასველეთ დოლბანდის ნაჭერი, დაკეცილი ოთხ ფენად, დაიდეთ ის დაავადებულ თვალზე და სახვევით შეიხვიეთ. როცა დოლბანდი გამოშრება, კვლავ დაასველეთ ნახარშით. ამგვარი პროცედურით 1-2 დღის განმავლობაში თქვენი
    კონიუნქტივიტი სავსებით გაქრება.


სტატიის ავტორი: სულიკო ხეტეშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობის საგანძური